გია კვარაცხელია კვარაცხელიასთან?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გია კვარაცხელია ამჟამად უგუნდოდაა. 30 წლის ნახევარმცველი ბოლოს თბილისის "დინამოში" თამაშობდა, მაგრამ გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდა და აღარ გაუგრძელეს.

როგორც შევიტყვეთ, მას ცხინვალის "სპარტაკში" იწვევენ და შესაძლოა, მოგვარის, ბადრი კვარაცხელიას ხელმძღვანელობით ითამაშოს.

"ცხინვალელებმა კონკრეტული პირობები და კონტრაქტი შემომთავაზეს. პირობებზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ მითხრეს, თუ მოიფიქრებ, აგიყვანთო, მოლაპარაკება კი ჯერ არ დაგვისრულებია" - გვითხრა კვარაცხელიამ.

მან უარყო ინფორმაცია, თითქოს გორის "დილაში" იწვევენ: "გორელთა მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი ამბით დაინტერესდა, მაგრამ ეს იყო ჩვენი
კერძო საუბარი და არა მოლაპარაკება გუნდთან, კონტრაქტის გაფორმებაზე ჩვენ არ გვილაპარაკია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული