”ბაია” - მიდი მოდის გარეშე?

AutoSharing Option
ზუგდიდის ”ბაია” უკვე არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ირაკლი ქობალია რუსთავის ”მეტალურგში” ვარჯიშობს და ამ კლუბს ევროთასზე დაეხმარება, მერე კი კლუბში დაბრუნებას აპირებს.

ჯერ უცნობია მეკარე გიორგი სომხიშვილის საკითხი - მას ფოთის ”კოლხეთში” იწვევენ, დარჩენას ზუგდიდელებიც სთავაზობენ და არჩევანს მალე გააკეთებს.

აზერბაიჯანში მიიწვიეს 21 წლის თავდამსხმელი ირაკლი ეხვაია, მაგრამ მან ვეტერანთათვის საოცნებო ტრანსფერის გზაზე დადგომა ჯერ ნაადრევად მიიჩნია.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ ”გაგრაში” ვარჯიშობს 18 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი მურთაზ ჩანგელია, რომელიც ჭაბუკთა ლიგებსა და დუბლშემადგენლობებში ”გოლის მანქანა" იყო.
თავად განსაჯეთ: 2009-10 წლების სეზონში
ჭაბუკთა ლიგაში 44 გოლი გაიტანა, ”ბაიას” დუბლებშიც ათამაშებდნენ და გუნდს 12 გოლით შეეწია. დასრულებულ სეზონში კი ”ბაიას" დუბლშემადგენლობაში 21 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ჩანგელიამ ”გაგრას” შემადგენლობაშიც მოასწრო თავის გამოჩენა: პირველივე საკონტროლო შეხვედრაში თენგიზ სულაქველიძის აკადემიასთან გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული