კაპიტანი დააბრუნეს, რვიანი გაუშვეს

AutoSharing Option
ქუთაისის ”ტორპედომ” დაადასტურა, რომ 32 წლის მცველ რევაზ ქემოკლიძესთან და 31 წლის ნახევარმცველ დავით ბოლქვაძესთან კონტრაქტები გაფორმდა. რუსთავის ”მეტალურგის” ყოფილმა წევრებმა ერთწლიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი.

გადაწყდა, რომ ”ტორპედოს" აღარ დატოვებს კაპიტანი სევასტი თოდუა - ის უკვე გუნდში ვარჯიშობს და შეკრებაზეც გაემგზავრა.

გუშინ ”ტორპედომ" ურეკში შეკრება დაიწყო, რომელიც 4 ივლისამდე გასტანს. მწვრთნელებმა, გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობა იახლეს:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, მაქსიმე ქვილითაია
მცველები: სევასტი თოდუა, რევაზ ქემოკლიძე, თემურ ფარულავა, გიორგი გურული, დაჩი ფოფხაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ვაჟა ტაბატაძე,
ცოტნე ხარაბაძე, გიორგი კუხიანიძე
ნახევარმცველები: დავით დიღმელაშვილი, მიხეილ ჩხარტიშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, გივი იოსელიანი, გიორგი სეთურიძე, გრიგოლ დოლიძე, თორნიკე თარხნიშვილი, დავით კირკიტაძე, დავით ბოლქვაძე
თავდამსხმელები: რევაზ გოცირიძე, ნიკა საბანაძე, გიორგი მეგრელაძე. გუნდისეზონის შემდეგ დატოვა და ჯერ კიდევ უცნობია, ჩაირიცხება თუ არა თბილისის ”დინამოში" ნოდარ მაჭავარიანი,

ვახტანგ კვარაცხელია ”ალექსანდრიაში" ისინჯება, შეკრებაზე არ წაუყვანიათ მერაბ გიგაური, გივი ჩხეტიანი, ლევან ბაკურაძე, ნიკა მაისურაძე, ლაშა ქებაძე და ლაშა კემუხტაშვილი. გიგაურსა და კემუხტაშვილს სხვა კლუბებში იჯარით გაუშვებენ.

"ტორპედოში" დააბრუნეს მიხეილ ჩხარტიშვილი, აგრეთვე ხარაგაულის "ჩხერიმელაში" იჯარით გაშვებული ცოტნე ხარაბაძე, ვაჟა ტაბატაძე და გიორგი კუხიანიძე.

ურეკში ქუთასელები ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებენ - 27 ივნისს ოზურგეთის "მერცხალთან", 29 ივნისს კი - ლანჩხუთის "გურიასთან".

”ტორპედოს" ხელმძღვანელები მეორე შეკრებას სლოვენიაში გეგმავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული