ესპანელები "დინამოში" უკვე რეალობაა

AutoSharing Option
დაუჯერებლად ჟღერს: ფეხბურთელი ესპანეთის პრიმერადივიზიონიდან საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბში გადავიდა. ასეთ გარიგებას რუსეთის პრემიერლიგის უმდიდრესი კლუბებიც სიამოვნებით მოაწერდნენ ხელს, საქართველოში კი ასეთი დონის მოთამაშეთა ჩამოყვანა დაუჯერებელ ამბად ჩანდა.

მაგრამ ეს უკვე ფაქტია, თანაც ძალიან სასიამოვნო და თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელებმა მოახერხეს - 27 ივნისს თბილისში ჩამოფრინდნენ კარლეს კოტო და ის აქამდე უცნობი მესამე ესპანელი ფეხბურთელი, რომლის ვინაობაც გუშინ დავადგინეთ - ალბერტ იაგე ხიმენესი, დღეს, 28 ივნისს კი თბილისის "დინამოს" თავკაცები "ვალენსიაში" ნათამაშებ, შემდეგ კი პრიმერადივიზიონის "ლევანტეს" ფეხბურთელ ხისკოს (ფრანცისკო ხავიერ მუნიოს
ლომპარტი) ელიან.

Sportall.Ge
ალბერტ იაგე ხიმენესი
დაიბადა 1985 წლის 27 მარტს.
სიმაღლე: 175 სმ
პოზიცია: თავდამსხმელი
ბოლო კლუბი: "კულტურალ ლეონესა" (სეგუნდა B დივიზიონი)

კარიერა:
2004-2007 "ესპანიოლი 2" B
2005 "ესპანიოლი" 1 (0)
2007 "ლორკა დეპორტივო" (იჯარა) 19 (0)
2007-2009 "ეიბარი" 60 (8)
2009-2010 "მელილია" 32 (9)
2010-2011 "კულტურალ ლეონესა"
2011 - "დინამო" თბილისი

სხვთა შორის, ხიმენესმა პრიმერადივიზიონში მხოლოდ ერთხელ ითამაშა - 2005 წლის 18 სექტემბერს მადრიდის "რეალთან" ივან დე ლა პენია შეცვალა, მატჩი კი "ესპანიოლის" გამარჯვებით დასრულდა 1:0. "ვიკიპედიას" ინფორმაციით, კარიერის აწყობაში 2008 წელს მიღებულმა ტრავმამ შეუშალა ხელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული