- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომში არც ერთი ბიზნესმენი არ აურჩევიათ. კლუბს ამის ინტერესი არ ჰქონდა?
- ალბათ, ყველაფერ კარგს შეჩვევა სჭირდება. თუმცა ეს საკითხი გასათვალისწინებელია.
- ჯერჯერობით "მეტალურგს" "რუსთავის ფოლადი" აფინანსებს როგორც სოციალურ სფეროს. წარმოგიდგენიათ, რომ საფეხბურთო კლუბი ბიზნესად იქცეს?
- ნებისმიერი სფეროდან, სადაც ინვესტიცია იდება, ბიზნესმენი შემოსავლის მიღებაზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით საქართველოში ფეხბურთი ბიზნესს არ წარმოადგენს და შესაძლოა, ასეც გაგარძელდეს რამდენიმე წელი, მაგრამ მისი კომერციალიზაციისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. ეს ფეხბურთის წინსვლისთვის
- გასული სეზონის დასაწყისში ითქვა, რომ გუნდის ბიუჯეტი მილიონნახევარი ლარი იყო. გუნდის ხელმძღვანელების შეცვლისას თქვით, რომ "მეტალურგის" დაფინანსება გაიზრდებოდა - წლეულს მილიონ დოლარზე მეტი იქნება?
- მილიონნახევარი ლარიც არ არის ზუსტი რიცხვი, მგონი, მაგაზე მეტს ვხარჯავდით. რა თქმა უნდა, წლეულს გუნდის დაფინანსება მოთხოვნისამებრ გაიზრდება.
- შეგიძლიათ, ბიუჯეტის ოდენობა დაასახელოთ?
- მე ასე გეტყვით: რამდენიც იქნება საჭირო წარმატებული გუნდისთვის, რომელიც ქართველი ფეხბურთელებით იქნება დაკომპლექტებული, იმდენით დავაფინანსებთ.
- ქართველი ფეხბურთელებითო, ეს ხაზგასმით თქვით.
- დიახ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ არანაკლები ფეხბურთი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"