დღეს, 30 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ სამ ესპანელ ფეხბურთელს თბილისის "დინამოს" მაისურები საზეიმო ვითარებაში გადასცეს.
როგორც პრესკონფერენციაზე "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, სამი ესპანელი ფეხბურთელი გუნდს გააძლიერებს.
"მნიშვნელოვანი დღეა თბილისის "დინამოსთვის" და მთელი ქართული ფეხბურთისთვის, რომ ეს ესპანელი ბიჭები ჩვენთან ერთად არიან. იმედი გვაქვს, რომ ისინი გააძლიერებენ "დინამოს". ჩვენ ავიღეთ გეზი ჩქარი თამაშისაკენ. გვყავს ახალი მწვრთნელი, რომელიც "ბარსას" მეთოდებით ავარჯიშებს ჩვენ
თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობამ სამივე ესპანელ ახალწვეულთან კონტრაქტი ორი წლის ვადით გააფორმა. ფეხბურთელები ვერ მიიღებენ მონაწილეობას დღეს დაგეგმილ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 21.00 საათზე "დინამოს" სტადიონზე გაიმართება. ერთმანეთს მოლდოვური გუნდი "მილსამი" და თბილისის "დინამო" შეხვდებიან.
"დინამოს" გენერალური დირექტორის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განმარტებით, ვერ მოესწრო ფეხბურთელების დარეგისტრირება, რის გამოც ისინი დღევანდელ თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა "დინამოს" შემადგენლობას შემდეგი თამაშიდან შეუერთდებიან.
ინტერპრესნიუსი