პირველ ტაიმში ქუთაისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ქვილითაია, ფოფხაძე, ფარულავა, ჩხარტიშვილი, ტაბატაძე, თარხნიშვილი, დოლიძე, სეთურიძე, დათუნაიშვილი, საბანაძე, მეგრელაძე.
მეორე ტაიმში "ტორპედოს" მწვრთნელებმა, გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ შემადგენლობა სრულად შეცვალეს და მოედანზე შეიყვანეს მიგინეიშვილი, ხარაბაძე, თოდუა, ქემოკლიძე, გურული, იოსელიანი, ჩიკვილაძე, დიღმელაშვილი, კირკიტაძე, ბოლქვაძე, გოცირიძე.
მანამდე "ტორპედომ" ურეკში ორი საკონტროლოც გამართა: პირველ მატჩში ოზურგეთის "მერცხალი" 7:0 გაანადგურა. თავი გამოიჩინეს რევაზ გოცირიძემ (2),
მეორე მატჩში, 29 ივნისს ქუთაისელები ლანჩხუთის "გურიას" შეხვდნენ და კვლავ შვიდი ბურთი გაიტანეს - 7:1. ამჯერად თავი გამოიჩინეს გიორგი კუხიანიძემ, დავით დიღმელაშვილმა, კირკიტაძემ, გიორგი გურულმა, ცოტნე ხარაბაძემ და ორჯერ გიორგი მეგრელაძემ.
"ტორპედოს" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, დღეს, 4 ივლისს გუნდი ქუთაისში დაბრუნდება, ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და ვარჯიშს საკუთარ სტადიონზე განაახლებენ. 10 ივლისს კიდევ ერთხელ ეწვევიან ზღვისპირეთს და ფოთში ადგილობრივ "კოლხეთთან" მორიგ სპარინგმატჩს გამართავენ.
გუნდის პრესსამსახურმა კი მორიგი ახალწვეულის შესახებ გაავრცელა ცნობა - ქუთაისის "ტორპედოში" ნუკრი მანჩხავა ჩაირიცხა.
"ახალი სეზონიდან გუნდში 29 წლის მარცხენა მცველი ნუკრი მანჩხავა ითამაშებს. ფეხბურთელი ბოლოს ცხინვალის "სპარტაკში" გამოდიოდა, მანამდე კი ლიტვურ "კაუნასსა" და ბელარუსში, ჟოდინოს "ტორპედოში" გამოდიოდა. მასთან "ტორპედომ" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალწვეული ქუთათურებს უკვე შეუერთდა ზღვისპირა კურორტზე" - იუწყება "ტორპედოს" პრესსამსახური.
"ტორპედოს" შემადგენლობაში გამოცდილი მცველის გამოჩენას ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრაში ელოდნენ, მაგრამ მას მოსამზადებელი ეტაპის დასაწყისი გაუცდა, ფორმა უნდა აღიდგინოს და, სავარაუდოდ, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ ითამაშებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"