”სპარტაკი” - სასარგებლო სპარინგი

AutoSharing Option
ბაკურიანში შეკრებაგავლილმა ცხინვალის ”სპარტაკმა” ახალი სეზონის დაწყებამდე გუშინ, 5 ივლისს პირველი სპარინგ-მატჩი ჩაატარა: ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ”მერანის” სტადიონზე ”გაგრას” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა.

ეს ერთადერთი ბურთი 21 წლის ბადრი ტეტუნაშვილმა გაიტანა - ”სპარტაკის” მცველმა, მატჩის მე-7 წუთზე გამოიჩინა თავი, როდესაც 18 წლის ვალერი კილასონიას საჯარიმო დარტყმას ზუსტი გაგრძელება მოუძებნა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს ანგარიშის შეცვლა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა ვლადიმირ ორდინსკის, ზვიად ჩხეტიანის, შალვა კვანტალიანის (სამივე-”გაგრა”), ზვიად მეტრეველის, კობა შალამბერიძის, თეიმურაზ შონიასა და რევაზ ჯიქიას
(ოთხივე - ”სპარტაკი”) მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. როგორც სპარინგ-მატჩებს ”სჩვევია”, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბადრი კვარაცხელიამ (”სპარტაკი”) და ანატოლი პისკოვეცმა თავიანთი გუნდის თითქმის ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. გუშინდელი სპარინგ-შეხვედრა კი გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ჩაატარეს:
”სპარტაკი”: ზარქუა - ციმაკურიძე, გ. კვარაცხელია, ტეტუნაშვილი, ბოიომო - კილასონია, შონია, შალამბერიძე, - ბუზალაძე, რ. ჯიქია, მეტრეველი.
შეცვლებზე შევიდნენ: ლ. ძაგანია, მამუჩიშვილი, გ. ალავიძე, თუხარელი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ბურძენაძე, ზერეკიძე, ხაჭვანი, გ. სეფიაშვილი.
"გაგრა": კ. სეფიაშვილი - კალანდაძე, ტყეშელაშვილი, ზ. ჩხეტიანი - ხუციძე, ნაკონეჩნი, შარიქაძე, სიჭინავა, ნ. ჯიშკარიანი - ორდინსკი, კვანტალიანი.
შეცვლებზე შევიდნენ: ბეგაშვილი, ჭკუასელი, ხუბუა, გაბედავა, კობერიძე, გაბუნია, ციცხვაია, ქართველიშვილი, ზვიადაძე, ყურულაშვილი, დ. გიგაური.

მომდევნო საკონტროლო მატჩს ”სპარტაკი” 8 ივლისს ”ჩიხურასთან” ჩაატარებს. თუმცა, მანამდე გუნდს კიდევ ერთი სპარინგ-შეხვედრა ექნება - დღეს, 6 ივლისს სტუ-სთან ის ფეხბურთელები ითამაშებენ, გუშინ შეცვლაზე რომ შემოვიდნენ, პლუს დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული