"სპარტაკმა" მოსამზადებელ შეკრებაზე "სქური" 3:0 დაამარცხა

AutoSharing Option
ურეკში, მოსამზადებელ შეკრებაზე, ცხინვალის "სპარტაკმა" ამხანაგური მატჩი გამართა წალენჯიხის "სქურთან"

"სპარტაკს" არ ჰყავდა 19-წლამდელთა ნაკრებში გამოძახებული ვალერი კილასონია, ტრავმის გამო არ უთამაშიათ ბესიკ დეკანოიძესა და თავდამსხმელ ზვიად მეტრეველს. მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ დაასვენა კაპიტანი გია კვარაცხელია, გიორგი ციმაკურიძე, ბადრი ტეტუნაშვილი, კობა შალამბერიძე, რევაზ ჯიქია და მეკარეები, თორნიკე ზარქუა და ნიკა დაუშვილი. ეს იმიტომ, რომ 21 ივლისს ცხინვალელებს ურეკული შეკრების ბოლო მატჩი აქვთ საჩხერის "ჩიხურასთან".

თამაში ცხინვალელთა სრული უპირატესობით წარიმართა და საბოლოო ანგარიში პირველივე ტაიმში დაფიქსირდა - თავი გამოიჩინეს ილია ბუზალაძემ (2
გოლი) და ნიკოლოზ მაისურაძემ. მეორე ნახევარში ანგარიშის შეცვლა არაერთხელ შეიძლებოდა, ცხინვალელებს მეტი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ...

სპარტაკი-სქური 3:0
გოლები: 1:0 ბუზალაძე (17), 2:0 ნ. მაისურაძე (28), 3:0 ბუზალაძე (41)
სპარტაკი: ლ. ძაგანია, სეფიაშვილი, გ. ალავიძე, ბურძენაძე, ბოიომო, ზერეკიძე, კაკაშვილი, ხაჭვანი, ნ. მაისურაძე, ნარიმანიძე, ბუზალაძე.
მეორე ტაიმში შევიდნენ: ლობჟანიძე, თუხარელი, მამუჩიშვილი

მოსამზადებელ შეკრებაზე გამართულ 8 მატჩში "სპარტაკმა"ექვსი მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული