"ტორპედო" სლოვენიაში მიდის

AutoSharing Option
19 ივლისს ქუთაისის "ტორპედომ" ურეკში ბოლო საკონტროლო შეხვედრა პირველლიგელ საჩხერის "ჩიხურასთან" გამართა და 0:0 დაასრულა.

პირველი ნახევრის შემდეგ ქუთაისელთა მწვრთნელებმა, გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ მეკარის გარდა ყველა მოთამაშე შეცვალეს. საჩხერელთა მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს კი, რომელიც წლების წინ "ტორპედოს" ავარჯიშებდა, შემადგენლობის შეთამაშება სურს და ბირთვს ძლიერ მეტოქესთან თავის გამოჩენის შანსი მისცა. მათაც თავი არ შეურცხვენიათ, მეორე ტაიმში ლაშა სილაგავას გოლის გატანის მშვენიერი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი ვერ გაისწორა და მომენტიც გაუცუდდა.

საბოლოოდ, ტორპედოელებმა პირველი
ლიგის ერთ-ერთ ამბიციურ კლუბს ვერაფერი დააკლეს და უგოლო ფრით გაეყარნენ.

"ტორპედო"-"ჩიხურა" 0:0
"ტორპედო": მიგინეიშვილი, ფოფხაძე (54. ტაბატაძე), ქემოკლიძე (65. ფარულავა), თოდუა (65. ჩხარტიშვილი), გურული (59. მანჩხავა), ჩიკვილაძე (60. დათუნაიშვილი), დოლიძე (57. იოსელიანი), სეთურიძე (46. კირკიტაძე), თარხნიშვილი (55. გიგაური), ბოლქვაძე (60. კუხიანიძე), გოცირიძე (46. საბანაძე, 70. მეგრელაძე).
"ჩიხურა": მწყერაშვილი, ჩიკვაიძე, ბერიანიძე, ლაშა ჭელიძე, ბაკურაძე, ლაშა ნოზაძე, ძამსაშვილი (70. ზივზივაძე), ნიკა კვასხვაძე, სალარიძე, სილაგავა, ზვიად ქანთარია (70. ზამბახიძე).

ტორპედოელები 22 ივლისს სლოვენიაში, მეორე მოსამზადებელ ეტაპზე გაემგზავრებიან.

ამგავარად, კიკნაძე-ზამთარაძის გაწვრთნილებმა ურეკულ შეკრებაზე ხუთი საკონტროლო შეხვედრა გამართეს და სამში იმარჯვეს: ოზურგეთის "მერცხალთან" (7:0), ლანჩხუთის "გურიასთან" (7:1) და მარტვილის "მერანთან" (1:0), ბათუმის "დინამოსთან" და "ჩიხურასთან" კი უგოლო ფრე ითამაშეს, ფოთის "კოლხეთთან" სპარინგი კი ავდრის გამო ჩაეშალათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული