მარტვილელთა ტურნე ტრაპზონში

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში გადასული მარტვილის "მერანი" ტრაბზონში გაემგზავრა ერთკვირიან შეკრებაზე. სავიზო პრობლემების გამო გუნდს თურქეთში ვერ გაჰყვნენ კოტდივუარელი ლეგიონერები ტაპე და ჯოელი, სამაგიეროდ, მარტვილელებთანაა ახლახან გადაბირებული გორელი ფეხბურთელი გურამ სამადაშვილი, რომელიც გასულ სეზონში ფოთის "კოლხეთში" ირიცხებოდა.

მარტვილელთა თავკაცმა მალხაზ ჟვანიამ თურქეთში წაიყვანა შემდეგი ფეხბურთელები: შეროზია, შენგელია, ჟვანია, იობაშვილი, ჩალაძე, კაკუშაძე, ილურიძე, მემანიშვილი, ამბროლაძე, კუჭუხიძე, წოწორია, ტორაძე, მელიავა, მანწკავა, გრიგალაშვილი, ქამუშაძე, შალიკაშვილი.

ტრაბზონში მარტვილელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი. პირველ შეხვედრაში "რიზესფორს" დაუპირისპირდებიან, შემდეგ კი "ტრაბზონსფორის" მეორე გუნდთან მოსინჯავენ ძალებს. 28 ივლისს
მარტვილელები შინ გამობრუნდებიან და ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას განაგრძობენ.

გუნდის ხელმძღვანელთა თქმით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უკვე დაათვალიერეს მარტვილის ცენტრალური სტადიონი და ნება დართეს, საშინაო მატჩებს საკუთარ კედლებში უმასპინძლონ. მანამდე მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი და დამონტაჟდება ტრიბუნები.

შეგახსენებთ, რომ "მერანს" ჩემპიონატის პირველი მატჩი შინ ელის "გაგრასთან" 7 აგვისტოს.

ბესიკ გვაზავა მარტვილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული