ცხადია, ეს მოსაწონი ამბავია და მოვიწონეთ კიდეც, მაგრამ კითხვაც დავსვით - რამდენჯერაც ფედერაციის პრეზიდენტი შეიცვლება, იმდენი გულშემატკივართა კლუბი უნდა დაარსდეს, ან რა განასხვავებს ახალს ძველისგან, უკვე არსებულისგან?
წერილს "ჯვაროსნების" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოჩა თანდარაშვილი გამოეხმაურა, ცნობილი შოუმენი, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია: "კარგად მესმის, რომ
პარტნიორული ურთიერთობა გვექნება, მაგრამ მათ ჯიბეზე ჩამოკიდებული არ ვიქნებით. ზვიად სიჭინავას ვუთხარით, რასაც ვაპირებდით და რაღაცებში დახმარებას დაგვპირდა. ნახა, რომ არც ფულის სათხოვნელად მივსულვართ, არც გასართობად და საქმის კეთება გვინდა. ნაკრების თამაშზე გულშემატკივარი ყოველთვის მივა, ჩვენი მთავარი მიზანი ეროვნული ჩემპიონატის პოპულარიზაციაა..
ახალი ფანკლუბი კი იმიტომ ყალიბდება, რომ ძველი, სამწუხაროდ, აღარ არსებობს. შესაბამისად, ძალების გაერთიანებაც არ გამოდის და, სიმართლე გითხრათ, ნორმალურად არც არასდროს არსებულა. ერთი ის იყო, რომ გვაძლევდნენ ბილეთებს და ხალხის მოყვანას გვთხოვდნენ. ამიტომ ახლა ცალკე გავაკეთეთ მე და ჩემმა მეგობრებმა, სხვაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებული. თანაც, ეს არ არის მხოლოდ ნაკრების ფანკლუბი, აქცენტი ეროვნულ ჩემპიონატზე გვექნება - გვინდა, ხალხი შეძლებისდაგვარად მოვიზიდოთ, გუნდების ფანკლუბთა ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი, - ამბობს თანდარაშვილი.
მისი თქმით, პირველი აქცია 26 ივლისისთვის დაიგეგმა:"ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის მატჩი "ზესტაფონსა" და "შტურმს" შორის თბილისში გაიმართება. უეფამ ფედერაციას "ზესტაფონის" დახმარება სთხოვა, ფედერაციამ კი ხალხის მობილიზებისთვის ჩვენ მოგვმართა. ცოდოა გუნდი, უაზრობის გამო დაიჩაგრა და თბილისელმა ქომაგებმა უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ამ კლუბის ბედი ზესტაფონელებზე არანაკლებ გვაღელვებს.
ხალხმრავალ ადგილებსა და ღონისძიებებზე - კუს ტბაზე, თბილისის ზღვაზე, ლაგუნა ვერეზე, "არტგენზე" - ფლაერების და საინფორმაციო ფურცლების დარიგებას ვაპირებთ; თამაშის დღეს ქუჩებში მსვლელობას მოვაწყობთ, შევეცდებით, ხალხი რეგიონებიდანაც შევკრიბოთ. ქართული სპორტის ქომაგები დაგვიკავშირდნენ, მოგეხმარებითო. ერთად წავალთ ვარჯიშზეც, მატჩზეც და დავეხმარებით "ზესტაფონის" ფანებს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით 26 ივლისს ეროვნულ სტადიონზე "ზესტაფონის" მეთორმეტე მოთამაშე ვიქნებით."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"