კაცურად, გაგვიგეთ კაცებს: გვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი!

AutoSharing Option

 

გასული საფეხბურთო სეზონი ადრინდელთაგან ბევრით განსხვავდებოდა: ჩემპიონატს მეტ-ნაკლები ინტრიგა ჰქონდა, რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა და, რაც მთავარია, თბილისისა და ერთი-ორი ქალაქის გარდა, თითქმის ყველგან ქომაგი ტრიბუნებს ავსებდა.


მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ამაში დიდი წვლილი ქართველი ჟურნალისტებისაც იყო. ყოველდღიური სპორტული გამოცემები თუ სხვადასხვა ვებგვერდი მაქსიმალურად და ოპერატიულად აშუქებდა ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს. თუმცა განსაკუთრებული ადგილი მაინც ტელევიზიებს ეკავათ, სამ სხვადასხვა არხზე კვირაში ერთხელ მაღალპროფესიული საფეხბურთო გადაცემებით რომ ანებივრებდნენ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველ ორშაბათს, 23 საათიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე"

სპორტული გადაცემა "არენაა", რომელსაც უცვლელი წამყვანი დავით მინაშვილი უძღვება; ასევე ორშაბათობით, ოღონდ, უფრო გვიან (დაახლოებით ღამის 12 საათისთვის) "რუსთავი 2"-ზე წმინდა საფეხბურთო გადაცემა "საფეხბურთო ღამე" იწყებოდა ასევე უცვლელ წამყვან დიმა ობოლაძესთან ერთად; ხოლო პარასკეობით ტელეკომპანია "მზეზე", საკმაოდ "რეიტინგულ" დროს (22 საათზე) ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემა "105 წუთი"-ის დრო დგებოდა, რომელიც მთლიანად ქართულ ფეხბურთს ეძღვნებოდა.

აი, ასე მასშტაბურად შუქდებოდა ქართული ფეხბურთი ჩვენს ტელესივრცეში და ბუნებრივია ის ინტერესიც, კარსმომდგარი ახალი სეზონის დაწყების წინ რომ ექნება ნებისმიერ გულშემატკივარს. მით უფრო, რომ იმავე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" კარგა ხანია, პირდაპირ ტელერეპორტაჟებსაც "დაგვაჩვია": XXII ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან მოყოლებული, ტურის ცენტრალურ მატჩებს ხომ თვალს ვადევნებდით, ახლა უკვე ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების თამაშებსაც ვუცქერთ და, რაც ყველაზე მთავარია, გასვლითი მატჩების პირდაპირი რეპორტაჟებიც "ჩვეულებრივ მოვლენად" იქცა!

ახლა კი იმის თაობაზე, თუ რა სიახლეებს ჰპირდებიან ახალი სეზონის დაწყების წინ ტელემაყურებელსა თუ გულშემატკივარს ქართული ტელევიზიები, - სიტყვას ჩვენს კოლეგებს გადავცემთ. თუმცა, მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ სიტუაცია აშკარად არაერთგვაროვანია.

პირველ არხზე არ მოიწყენთ...
დავით მინაშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებელის" სპორტული მიმართულების პროდიუსერი): "გადაწყვეტილი ამბავია, რომ ამ წლის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატის ყველა ტურის ერთ მატჩს ფეხბურთის მოყვარულები ჩვენი არხის მეშვეობით მიადევნებენ თვალს. გამონაკლისი, თუ არ ვცდები, ერთადერთი ტურია - ისიც იმიტომ, რომ შუა კვირაში ტარდება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირდაპირი ტელერეპორტაჟები კვირაობით მოეწყობა და ერთსა და იმავე დროს, 18 საათზე დაიწყება. თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირი ტრანსლაცია უფრო გვიანაც დაიწყოს - ასე, მაგალითად: პირველი ტურის ცენტრალური მატჩის - "ტორპედო"-"ზესტაფონი" - რეპორტაჟი 21 საათიდან იგეგმება.

საერთოდაც, ჩვენი სურვილი იყო, უმაღლესი ლიგის 12-ივე გუნდის საშინაო მატჩები გვეჩვენებინა - ამით ხომ ფეხბურთელებსაც დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებოდათ და გულშემატკივრებისთვისაც ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, ნებისმიერ გუნდზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხერხდება და ისე, როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც მთავარი პრობლემა სტადიონების განათების საკითხია - იმ სტადიონებიდან, სადაც განათება პრობლემურია, პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ვერ ვაწარმოებთ, არადა, დიდი სურვილი გვქონდა, ვთქვათ, ბოლნისიდანაც თუ მცხეთიდანაც გადაგვეცა პირდაპირი ტრანსლაციები.

ანალოგიური პრობლემა იყო რუსთავშიც, თუმცა გვპირდებიან, რომ ამ საკითხს დადებითად გადაჭრიან. ამას გარდა, არის სხვა ტექნიკური პრობლემაც: ზოგ სტადიონზე პრაქტიკულად გამორიცხულია ჩვენი მოძრავი სატელევიზიო სადგურის განთავსება. სხვანაირად კი, მერწმუნეთ, პირდაპირი ტელერეპორტაჟები გამორიცხულია, მით უფრო, რომ თითოეულ მატჩზე 11 სატელევიზიო კამერა იმუშავებს.

მოგეხსენებათ, რომ ორშაბათობით ჩვენი არხის ეთერში სპორტული გადაცემა "არენა" გადიოდა; ეს გადაცემა კვლავაც დარჩება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ოღონდ, ამიერიდან ხუთშაბათობით გავა და ფეხბურთთან ერთად სპორტის სხვა სახეობებსაც გავაშუქებთ.

სამაგიეროდ, ორშაბათობით, თანაც იმავე დროს, 23 საათზე დაიწყება ახალი საფეხბურთო გადაცემა "გოლი". ეს იქნება წმინდა საფეხბურთო გადაცემა, რომელიც მთლიანად დაეთმობა საქართველოს ჩემპიონატსა თუ საქართველოს ნაკრებთა შეხვედრების მიმოხილვებს, საუკეთესო გოლებსა და ასე შემდეგ. "გოლის" პირველი გადაცემას 8 აგვისტოს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს.

საფეხბურთო ღამის რექვიემი
დიმა ობოლაძე: "რუსთავი 2"-ის ეთერში 2 წლის განმავლობაში გადიოდა გადაცემა "საფეხბურთო ღამე". თავდაპირვლად ამ გადაცემას მე და არჩილ არველაძე ვუძღვებოდით, ბოლო ერთი წელი კი მარტოს მიწევდა გადაცემის გაძღოლა.

რა თქმა უნდა, ტელემაყურებლის განსასჯელი თუ შესაფასებელია "საფეხბურთო ღამის" რეიტინგი - ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად არ აკლდა ტელემაყურებელთა ზარები და საერთოდაც, ვიცოდი, რომ მაყურებელთა სოლიდური აუდიტორია გვყავდა.

სამწუხაროდ, ახალი სეზონის დაწყების წინ ფეხბურთის გულშემატკივარი "საფეხბურთო ღამეს" ვეღარ ნახავს, - გადაცემა დაიხურა! მიზეზი კი, როგორც ჩვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან ვიცი, თურმე... "საფეხბურთო ღამის" დაბალი რეიტინგი ყოფილა; უფრო ზუსტად, ჩვენს გადაცემამდე "რუსთავი 2"-ის ეთერში პოპულარული პროექტი "ნიჭიერი" გადიოდა, არნახულად რეიტინგული გადაცემა; აი, "საფეხბურთო ღამეს" კი, მსგავსი რეიტინგი ვერაფრით ექნებოდა და ჩვენი არხის ხელმძღვანელებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ერთი მხრივ, ვერავინ გაამტყუნებს: კერძო ტელევიზიაა და ნებისმიერი კომპანიის მფლობელი იმას ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ არის მომგებიანი ბიზნესი, რაც კერძო ტელეკომპანიას აინტერესებს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთზე გული საბოლოოდ არ აუცრუებიათ: შეხვედრისას მითხრეს, რომ გადაცემის ახალი ფორმატი მომეფიქრებინა, სადაც გარკვეული დოზით ჩვენი ჩემპიონატიც იქნება წარმოდგენილი.

ახლა შვებულებაში ვარ, თუმცა სამომავლო პროექტზეც ვფიქრობ, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება მზად. ფორმატი კი შეიცვლება, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, ქართული ფეხბურთი ამ გადაცემაში მაინც ფიგურირებდეს. მანამდე კი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს შევახსენებ, რომ 16-17 აგვისტოდან ჩვენს არხზე ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩვენებას დავიწყებთ: წინ ხომ პლეი ოფის შეხვედრებია. ამის შემდეგ ევროპის სუპერთასი - "ბარსელონა"-"პორტუ", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა და უშუალოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებიც გველოდება..."

თოქშოუც კარგია, სერიალებიც, მაგრამ ფეხბურთი?
ლაშა დვალიშვილი: "საფეხბურთო გადაცემა "105 წუთი", ყოველ პარასკევს ტელეკომპანია "მზის" ეთერით რომ გადიოდა, დროებით შეჩერებულია. ყოველ შემთხვევაში, ხვალ ეს გადაცემა არ იქნება - არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ სეზონის დაწყების წინ ტელემაყურებელს სხვადასხვა სიახლით შევხვდებოდით. თუმცა "მზის" ხელმძღვანელების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს - პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში მუშაობისთვის ყველა პირობა მქონდა. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი და ამ არხის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდეს, რისი სურვილიც მაქვს და იმედიც.

აქვე ერთ საჭირბოროტო საკითხსაც მინდა შევეხო: ალბათ, უკვე მოვიდა დრო, რომ საფეხბურთო გადაცემებისადმი მიდგომა შეიცვალოს. წინა სეზონში "პირველ არხზე", "რუსთავი 2"-სა და "მზეზე" კვირაში ერთხელ საფეხბურთო გადაცემები გადიოდა და ეს არასაკმარისადაც კი მიმაჩნდა, ახლა კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ "პირველ არხზე" იქნება საფეხბურთო გადაცემა.

საერთოდაც, მართლაც საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით ადგენენ ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემის რეიტინგებს. გადახედეთ ჩვენს ტელესივრცეს, წალეკილია გასართობი შოუებითა თუ სერიალებით; რა თქმა უნდა, არც ამ გასართობი თოქშოუების წინააღმდეგი ვარ და არც - სერიალების, მაგრამ იმის შესაძლებლობაც ხომ არის, რომ თითო არხზე, სულ მცირე, თითო საფეხბურთო, გნებავთ, სპორტული გადაცემაც არსებობდეს?! მით უმეტეს, მაშინ, როცა ფეხბურთის განვითარებაზე სახელმწიფო სერიოზულად ზრუნავს, როცა ჩვენი გუნდები მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობენ ევროტურნირებზე, როცა საქართველოს ნაკრების ასევე წარმატებულმა თამაშმა გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა... და ამ დროს საფეხბურთო გადაცემები კი არ უნდა იხურებოდეს, არამედ გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ლაპარაკი...

ახალი სეზონის დაწყების წინ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელებს ვესაუბარე იმის თაობაზე, რომ ჩემი საავტორო გადაცემა ამ არხზე გასულიყო. რა დასამალია, ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია ისეთი არხები, დაფარვის მაქსიმალური ზონა რომ ექნებათ და "იმედიც" ამიტომ ავირჩიე, მაგრამ, ეტყობა, ამ არხზე სპორტული თემატიკის გადაცემები არ აინტერესებთ.

ამას გარდა, დიდი ხნის სურვილიც მინდა გაგიმხილოთ: ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ რადიოში საქართველოს ჩემპიონატის მატჩების "რადიოგადაძახილის" მოწყობა მსურს. ვნახოთ, ამ საკითხზეც ვმუშაობ და, ალბათ, ურიგო არ იქნება, რადიომსმენელმა ჩვენი ჩემპიონატის ყველა მატჩის პერიპეტიების მოსმენა რომ შეძლოს.

ბოლოს კიდევ ერთ იდეაზეც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უკვე ველაპარაკე საფეხბურთო არხის შექმნის თაობაზე. თავდაპირველად თუნდაც საკაბელო ტელევიზიის დონეზეც რომ იყოს, მაინც დიდ საქმეს გავაკეთებთ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას მოემსახურება".

P.S. ლაშა დვალიშვილისა არ იყოს, ჩვენც გვაინტერესებს, თუ რა "კრიტერიუმებით" ადგენენ ამა თუ იმ ტელეგადაცემის რეიტინგს. ყოველ შემთხვევაში, იქნებ ფეხბურთის გულშემატკივართა აზრიც გაითვალისწინონ და ერთნაირი შინაარსის ლათინურამერიკულ სერიალებსა თუ უგემოვნო, ვითომ გასართობ თოქშოუებთან ერთად "ხანდახან" საფეხბურთო გადაცემებიც გვაჩვენონ ხოლმე.

რა თქმა უნდა, კერძო ტელეკომპანიის მფლობელის გადასაწყვეტია, რომელი გადაცემა უფრო პრიორიტეტულია (ანუ მომგებიანი) და რომელი - არა, მაგრამ იმავე "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, უცნაური სიტუაცია შეიქმნა. აბა, "საფეხბურთო ღამეს" რომ იმიტომ დახურავ, აქაოდა, დაბალი რეიტინგი აქვსო, მართლაც გასაკვირია და სხვა არაფერი.

თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს: ეტყობა, ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, ამა თუ იმ ტელეკომპანიის ხელმძღვანელს ფეხბურთი რამდენად უყვარს! ჰოდა, ამ მხრივ ჩვენს კოლეგებს "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მართლაც გაუმართლათ - პირველი არხის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია სპორტს და, კერძოდ, ფეხბურთს აშკარად "კარგი თვალით" უყურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4

კაცურად, გაგვიგეთ კაცებს: გვაჩვენეთ ჩვენი ფეხბურთი!

ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ტელესივრცეში

 

გასული საფეხბურთო სეზონი ადრინდელთაგან ბევრით განსხვავდებოდა: ჩემპიონატს მეტ-ნაკლები ინტრიგა ჰქონდა, რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა და, რაც მთავარია, თბილისისა და ერთი-ორი ქალაქის გარდა, თითქმის ყველგან ქომაგი ტრიბუნებს ავსებდა.

მოკლედ, ეროვნული ჩემპიონატისადმი ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ამაში დიდი წვლილი ქართველი ჟურნალისტებისაც იყო. ყოველდღიური სპორტული გამოცემები თუ სხვადასხვა ვებგვერდი მაქსიმალურად და ოპერატიულად აშუქებდნენ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებს. თუმცა განსაკუთრებული ადგილი მაინც ტელევიზიებს ეკავათ, სამ სხვადასხვა არხზე კვირაში ერთხელ მაღალპროფესიული საფეხბურთო გადაცემებით რომ ანებივრებდნენ ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს.

შეგახსენებთ, რომ ყოველ ორშაბათს, 23 საათიდან "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" სპორტული გადაცემა "არენაა", რომელსაც უცვლელი წამყვანი დავით მინაშვილი უძღვება; ასევე ორშაბათობით, ოღონდ, უფრო გვიან (დაახლოებით ღამის 12 საათისთვის) "რუსთავი 2"-ზე წმინდა საფეხბურთო გადაცემა "საფეხბურთო ღამე" იწყებოდა ასევე უცვლელ წამყვან დიმა ობოლაძესთან ერთად; ხოლო პარასკეობით ტელეკომპანია "მზეზე", საკმაოდ "რეიტინგულ" დროს (22 საათზე) ლაშა დვალიშვილის საავტორო გადაცემა "105 წუთი"-ის დრო დგებოდა, რომელიც მთლიანად ქართულ ფეხბურთს ეძღვნებოდა.

აი, ასე მასშტაბურად შუქდებოდა ქართული ფეხბურთი ჩვენს ტელესივრცეში და ბუნებრივია ის ინტერესიც, კარსმომდგარი ახალი სეზონის დაწყების წინ რომ ექნება ნებისმიერ გულშემატკივარს. მით უფრო, რომ იმავე "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" კარგა ხანია, პირდაპირ ტელერეპორტაჟებსაც "დაგვაჩვია": XXII ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან მოყოლებული, ტურის ცენტრალურ მატჩებს ხომ თვალს ვადევნებდით, ახლა უკვე ევროტურნირებზე ჩვენი გუნდების თამაშებსაც ვუცქერთ და, რაც ყველაზე მთავარია, გასვლითი მატჩების პირდაპირი რეპორტაჟებიც "ჩვეულებრივ მოვლენად" იქცა!

ახლა კი იმის თაობაზე, თუ რა სიახლეებს ჰპირდებიან ახალი სეზონის დაწყების წინ ტელემაყურებელსა თუ გულშემატკივარს ქართული ტელევიზიები, - სიტყვას ჩვენს კოლეგებს გადავცემთ. თუმცა, მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ სიტუაცია აშკარად არაერთგვაროვანია..

პირველ არხზე არ მოიწყენთ...
დავით მინაშვილი ("საზოგადოებრივი მაუწყებელის" სპორტული მიმართულების პროდიუსერი): "გადაწყვეტილი ამბავია, რომ ამ წლის ბოლომდე საქართველოს ჩემპიონატის ყველა ტურის ერთ მატჩს ფეხბურთის მოყვარულები ჩვენი არხის მეშვეობით მიადევნებენ თვალს. გამონაკლისი, თუ არ ვცდები, ერთადერთი ტურია - ისიც იმიტომ, რომ შუა კვირაში ტარდება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირდაპირი ტელერეპორტაჟები კვირაობით მოეწყობა და ერთსა და იმავე დროს, 18 საათზე დაიწყება. თუმცა, არ არის გამორიცხული, პირდაპირი ტრანსლაცია უფრო გვიანაც დაიწყოს - ასე, მაგალითად: პირველი ტურის ცენტრალური მატჩის - "ტორპედო"-"ზესტაფონი" - რეპორტაჟი 21 საათიდან იგეგმება.

საერთოდაც, ჩვენი სურვილი იყო, უმაღლესი ლიგის 12-ივე გუნდის საშინაო მატჩები გვეჩვენებინა - ამით ხომ ფეხბურთელებსაც დამატებითი მოტივაცია გაუჩნდებოდათ და გულშემატკივრებისთვისაც ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა, ნებისმიერ გუნდზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღო. სამწუხაროდ, ასე ვერ მოხერხდება და ისე, როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც მთავარი პრობლემა სტადიონების განათების საკითხია - იმ სტადიონებიდან, სადაც განათება პრობლემურია, პირდაპირ ტელერეპორტაჟებს ვერ ვაწარმოებთ, არადა, დიდი სურვილი გვქონდა, ვთქვათ, ბოლნისიდანაც თუ მცხეთიდანაც გადაგვეცა პირდაპირი ტრანსლაციები.

ანალოგიური პრობლემა იყო რუსთავშიც, თუმცა გვპირდებიან, რომ ამ საკითხს დადებითად გადაჭრიან. ამას გარდა, არის სხვა ტექნიკური პრობლემაც: ზოგ სტადიონზე პრაქტიკულად გამორიცხულია ჩვენი მოძრავი სატელევიზიო სადგურის განთავსება. სხვანაირად კი, მერწმუნეთ, პირდაპირი ტელერეპორტაჟები გამორიცხულია, მით უფრო, რომ თითოეულ მატჩზე 11 სატელევიზიო კამერა იმუშავებს.

მოგეხსენებათ, რომ ორშაბათობით ჩვენი არხის ეთერში სპორტული გადაცემა "არენა" გადიოდა; ეს გადაცემა კვლავაც დარჩება "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", ოღონდ, ამიერიდან ხუთშაბათობით გავა და ფეხბურთთან ერთად სპორტის სხვა სახეობებსაც გავაშუქებთ.

სამაგიეროდ, ორშაბათობით, თანაც იმავე დროს, 23 საათზე დაიწყება ახალი საფეხბურთო გადაცემა "გოლი". ეს იქნება წმინდა საფეხბურთო გადაცემა, რომელიც მთლიანად დაეთმობა საქართველოს ჩემპიონატსა თუ საქართველოს ნაკრებთა შეხვედრების მიმოხილვებს, საუკეთესო გოლებსა და ასე შემდეგ. "გოლის" პირველი გადაცემას 8 აგვისტოს შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს.

საფეხბურთო ღამის რექვიემი
დიმა ობოლაძე: "რუსთავი 2"-ის ეთერში 2 წლის განმავლობაში გადიოდა გადაცემა "საფეხბურთო ღამე". თავდაპირვლად ამ გადაცემას მე და არჩილ არველაძე ვუძღვებოდით, ბოლო ერთი წელი კი მარტოს მიწევდა გადაცემის გაძღოლა.

რა თქმა უნდა, ტელემაყურებლის განსასჯელი თუ შესაფასებელია "საფეხბურთო ღამის" რეიტინგი - ყოველ შემთხვევაში, მას ნამდვილად არ აკლდა ტელემაყურებელთა ზარები და საერთოდაც, ვიცოდი, რომ მაყურებელთა სოლიდური აუდიტორია გვყავდა.

სამწუხაროდ, ახალი სეზონის დაწყების წინ ფეხბურთის გულშემატკივარი "საფეხბურთო ღამეს" ვეღარ ნახავს, - გადაცემა დაიხურა! მიზეზი კი, როგორც ჩვენი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებისგან ვიცი, თურმე... "საფეხბურთო ღამის" დაბალი რეიტინგი ყოფილა; უფრო ზუსტად, ჩვენს გადაცემამდე "რუსთავი 2"-ის ეთერში პოპულარული პროექტი "ნიჭიერი" გადიოდა, არნახულად რეიტინგული გადაცემა; აი, "საფეხბურთო ღამეს" კი, მსგავსი რეიტინგი ვერაფრით ექნებოდა და ჩვენი არხის ხელმძღვანელებმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.

ერთი მხრივ, ვერავინ გაამტყუნებს: კერძო ტელევიზიაა და ნებისმიერი კომპანიის მფლობელი იმას ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი შემოსავალი ჰქონდეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ქართული ფეხბურთი არ არის მომგებიანი ბიზნესი, რაც კერძო ტელეკომპანიას აინტერესებს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელებს ქართულ ფეხბურთზე გული საბოლოოდ არ აუცრუებიათ: შეხვედრისას მითხრეს, რომ გადაცემის ახალი ფორმატი მომეფიქრებინა, სადაც გარკვეული დოზით ჩვენი ჩემპიონატიც იქნება წარმოდგენილი.

ახლა შვებულებაში ვარ, თუმცა სამომავლო პროექტზეც ვფიქრობ, რომელიც, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება მზად. ფორმატი კი შეიცვლება, მაგრამ ჩემი დიდი სურვილია, ქართული ფეხბურთი ამ გადაცემაში მაინც ფიგურირებდეს. მანამდე კი "რუსთავი 2"-ის მაყურებელს შევახსენებ, რომ 16-17 აგვისტოდან ჩვენს არხზე ჩემპიონთა ლიგის მატჩების ჩვენებას დავიწყებთ: წინ ხომ პლეი ოფის შეხვედრებია. ამის შემდეგ ევროპის სუპერთასი - "ბარსელონა"-"პორტუ", ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა და უშუალოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებიც გველოდება..."

თოქშოუც კარგია, სერიალებიც, მაგრამ ფეხბურთი?
ლაშა დვალიშვილი: "საფეხბურთო გადაცემა "105 წუთი", ყოველ პარასკევს ტელეკომპანია "მზის" ეთერით რომ გადიოდა, დროებით შეჩერებულია. ყოველ შემთხვევაში, ხვალ ეს გადაცემა არ იქნება - არადა, დიდი იმედი მქონდა, რომ სეზონის დაწყების წინ ტელემაყურებელს სხვადასხვა სიახლით შევხვდებოდით. თუმცა "მზის" ხელმძღვანელების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს - პირიქით, მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან ამ ერთი წლის განმავლობაში მუშაობისთვის ყველა პირობა მქონდა. ამასთან, არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი და ამ არხის თანამშრომლობა ისევ გაგრძელდეს, რისი სურვილიც მაქვს და იმედიც.

აქვე ერთ საჭირბოროტო საკითხსაც მინდა შევეხო: ალბათ, უკვე მოვიდა დრო, რომ საფეხბურთო გადაცემებისადმი მიდგომა შეიცვალოს. წინა სეზონში "პირველ არხზე", "რუსთავი 2"-სა და "მზეზე" კვირაში ერთხელ საფეხბურთო გადაცემები გადიოდა და ეს არასაკმარისადაც კი მიმაჩნდა, ახლა კი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მხოლოდ "პირველ არხზე" იქნება საფეხბურთო გადაცემა.

საერთოდაც, მართლაც საინტერესოა, თუ რა კრიტერიუმებით ადგენენ ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემის რეიტინგებს. გადახედეთ ჩვენს ტელესივრცეს, წალეკილია გასართობი შოუებითა თუ სერიალებით; რა თქმა უნდა, არც ამ გასართობი თოქშოუების წინააღმდეგი ვარ და არც - სერიალების, მაგრამ იმის შესაძლებლობაც ხომ არის, რომ თითო არხზე, სულ მცირე, თითო საფეხბურთო, გნებავთ, სპორტული გადაცემაც არსებობდეს?! მით უმეტეს, მაშინ, როცა ფეხბურთის განვითარებაზე სახელმწიფო სერიოზულად ზრუნავს, როცა ჩვენი გუნდები მეტ-ნაკლები წარმატებით ასპარეზობენ ევროტურნირებზე, როცა საქართველოს ნაკრების ასევე წარმატებულმა თამაშმა გულშემატკივარი სტადიონზე დააბრუნა... და ამ დროს საფეხბურთო გადაცემები კი არ უნდა იხურებოდეს, არამედ გაუმჯობესებაზე უნდა იყოს ლაპარაკი...

ახალი სეზონის დაწყების წინ ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელებს ვესაუბარე იმის თაობაზე, რომ ჩემი საავტორო გადაცემა ამ არხზე გასულიყო. რა დასამალია, ჩემთვის უფრო პრიორიტეტულია ისეთი არხები, დაფარვის მაქსიმალური ზონა რომ ექნებათ და "იმედიც" ამიტომ ავირჩიე, მაგრამ, ეტყობა, ამ არხზე სპორტული თემატიკის გადაცემები არ აინტერესებთ.

ამას გარდა, დიდი ხნის სურვილიც მინდა გაგიმხილოთ: ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ქართულ რადიოში საქართველოს ჩემპიონატის მატჩების "რადიოგადაძახილის" მოწყობა მსურს. ვნახოთ, ამ საკითხზეც ვმუშაობ და, ალბათ, ურიგო არ იქნება, რადიომსმენელმა ჩვენი ჩემპიონატის ყველა მატჩის პერიპეტიების მოსმენა რომ შეძლოს.

ბოლოს კიდევ ერთ იდეაზეც: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას უკვე ველაპარაკე საფეხბურთო არხის შექმნის თაობაზე. თავდაპირველად თუნდაც საკაბელო ტელევიზიის დონეზეც რომ იყოს, მაინც დიდ საქმეს გავაკეთებთ, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ხომ ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას მოემსახურება".

P.S. ლაშა დვალიშვილისა არ იყოს, ჩვენც გვაინტერესებს, თუ რა "კრიტერიუმებით" ადგენენ ამა თუ იმ ტელეგადაცემის რეიტინგს. ყოველ შემთხვევაში, იქნებ ფეხბურთის გულშემატკივართა აზრიც გაითვალისწინონ და ერთნაირი შინაარსის ლათინურამერიკულ სერიალებსა თუ უგემოვნო, ვითომ გასართობ თოქშოუებთან ერთად "ხანდახან" საფეხბურთო გადაცემებიც გვაჩვენონ ხოლმე.

რა თქმა უნდა, კერძო ტელეკომპანიის მფლობელის გადასაწყვეტია, რომელი გადაცემა უფრო პრიორიტეტულია (ანუ მომგებიანი) და რომელი - არა, მაგრამ იმავე "რუსთავი 2"-ის შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, უცნაური სიტუაცია შეიქმნა. აბა, "საფეხბურთო ღამეს" რომ იმიტომ დახურავ, აქაოდა, დაბალი რეიტინგი აქვსო, მართლაც გასაკვირია და სხვა არაფერი.

თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც არ უნდა დაგვავიწყდეს: ეტყობა, ბევრი რამ იმაზეც არის დამოკიდებული, ამა თუ იმ ტელეკომპანიის ხელმძღვანელს ფეხბურთი რამდენად უყვარს! ჰოდა, ამ მხრივ ჩვენს კოლეგებს "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" მართლაც გაუმართლათ - პირველი არხის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია სპორტს და, კერძოდ, ფეხბურთს აშკარად "კარგი თვალით" უყურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 6 /
მშვენიერი გადაცემა იყო საფეხბურთო ღამე, მაყურებელიც არ აკლდა !!!
dato
09:04 05-08-2011
0
ფარჩაკებო!!.. საფეხბურთო ღამე დაგვიბრუნეთ!!
Mentalitet
01:53 05-08-2011
0

სიახლეები პოპულარული