"სიონში" მატებაა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ბოლნისის "სიონი" ზუგდიდში "ბაიასთან" პირწმინდად დამარცხდა - 0:3. მატჩის შემდეგ ბოლნისელთა მწვრთნელმა ჯონი ჯაგიდისმა გვითხრა, რომ რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებდნენ. ასეც მოხდა - გუშინ შევიტყვეთ, რომ გუნდში რამდენიმე ახალწვეულია.

"10 აგვისტოს "სიონმა" საკონტროლო შეხვედრა გამართა ახალწვეულებზე დასაკვირვებლად და რამდენიმე მოთამაშის დატოვება გადავწყვიტეთ - გასული სეზონის შემადგენლობიდან დავიბრუნეთ მეკარე ლადო ზუხბაია და მიხეილ კობაური, დავიმატეთ ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი გუგავა, ცხინვალის "სპარტაკის" ყოფილი პლეიმეიკერი ვალერი ბოლქვაძე, მიხეილ კობერიძე კი "გაგრადან" იჯარით ავიყვანეთ", - გვითხრა ბოლნისელთა პრესატაშე ჯემალ
ჭიპაშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული