გია გეგუჩაძე: "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვტოვებ

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ "სპორტალ.გე"-სთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ.

გეგუჩაძის თქმით, მისი გადადგომის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი მაინც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნაა.

"ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა უარყო ინფორმაცია, რომ სხვა კლუბებიდან ჰქონდა შეთავაზება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა, ხოლო განმეორებით თამაშში 0:1 დამარცხდა.

"ბრიუგესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის, რომელიც 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, "ზესტაფონს" გია ჭიაბერაშვილი ავარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გია გეგუჩაძის ზესტაფონიდან წასვლამ გული დამწყვიტა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება... ზესტას ფეხბურთელები არსად არ მიდიან (ჯერჯერობით), ამიტომ მათ უნდა ვუგულშემატკივროთ მხურვალედ.

გია გეგუჩაძეს დიდი მადლობა ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! დიდი სურვილი მაქვს თქვენი ნიჭი ისევ ქართულ ფეხბურთს მოახმაროთ!

წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია!
უძლევი
05:24 17-08-2011
0
სამარცხვინოები ხართ, გეგუჩაძე რატო გაუშვით, ზესტაფონი რაგაცას დაამსგავსაა, ვნახოთ ერთი ვის დანიშნავთ უკეთესს და რა მალე დაეშვებით ფსკერზე,ცოტა მეტი დაფასებაა საჭირო.მაგარ ტრაკშია ფეხბურთი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული