გია გეგუჩაძე: "ზესტაფონს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ვტოვებ

AutoSharing Option
გია გეგუჩაძემ "სპორტალ.გე"-სთან სატელეფონო საუბარში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების შესახებ.

გეგუჩაძის თქმით, მისი გადადგომის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი მაინც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნაა.

"ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა უარყო ინფორმაცია, რომ სხვა კლუბებიდან ჰქონდა შეთავაზება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა, ხოლო განმეორებით თამაშში 0:1 დამარცხდა.

"ბრიუგესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის, რომელიც 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, "ზესტაფონს" გია ჭიაბერაშვილი ავარჯიშებს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ვაი თქვენს პატრონს ქართული ფეხბურთის საშველი არც ყოფილა და არც იქნება. ეხლა მწვრთნელის გადადგომა იქნებოდა?სულ გამოტვინდა ეს ხალხი. სერ ალექს ფერგიუსონი ხო არ მოყავთ ნეტა?
dato
15:05 16-08-2011
0
შტურმი ზესტაფონი გაყიდული იყოო
levani
15:09 16-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული