გეგუჩაძის თქმით, მისი გადადგომის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა მთავარი მაინც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან გამოვარდნაა.
"ზესტაფონის" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა უარყო ინფორმაცია, რომ სხვა კლუბებიდან ჰქონდა შეთავაზება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდში "ზესტაფონმა" ავსტრიულ "შტურმთან" საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა, ხოლო განმეორებით თამაშში 0:1 დამარცხდა.
"ბრიუგესთან" ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩისთვის, რომელიც 18 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, "ზესტაფონს" გია ჭიაბერაშვილი ავარჯიშებს.
გია გეგუჩაძეს დიდი მადლობა ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის! დიდი სურვილი მაქვს თქვენი ნიჭი ისევ ქართულ ფეხბურთს მოახმაროთ!
წარმატებებს გისურვებთ ბატონო გია!