გელა ხუბუა "სპარტაკში" გადავიდა

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკმა" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - ფოთის "კოლხეთის" მცველი გელა ხუბუა.

ხუბუამ სეზონი "გაგრაში" ვარჯიშით დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო ვერც ევროტურნირზე ითამაშა და ვერც განაცხადში მოხვდა. მერე კი 27 წლის მცველი ფოთელებს შეურთდა.

თუმცა ფოთელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, ისიც დუბლებში და პირველი ტურში ყოფილ კლუბ რუსთავის "მეტალურგთან" მოედნიდან გააძევეს.

ახლა კი, როგორც "სპარტაკის" პრესატაშე დავით ცაბაძემ გვაცნობა, ხუბუა ცხინვალელებმა მიიწვიეს და მას კვირას, 21 აგვისტოს ბოლნისის "სიონთან" თამაში შეეძლება, რადგან დისკვალიფიკაციით გათვალისწინებული ერთი შეხვედრა უკვე გამოტოვა.

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული