სპარტაკი-სიონი 0:0
სპარტაკი (4-3-3) სიონი(5-4-1)
ძაგანია ზუხბაია
ციმაკურიძე კობაური
დ. ლომაია სვანიძე
ბოიომო თარგამაძე
ნ. მაისურაძე გ. ოქროპირიძე
ხუბუა ადამაშვილი
თ. შონია უგრეხელიძე
ვ. კილასონია გაბრიჭიძე
შალამბერიძე ვ. ბოლქვაძე
ჯიქია ლ. ჩხეტიანი
მეტრეველი რეხვიაშვილი
მწვრთნელი: ბ. კვარაცხელია მწვრთნელი: ვ. ჩაგელიშვილი
სპარტაკი
46. მაისურაძე-სამხარაძე
65. შალამბერიძე-ქანთარია
სათადარიგოები: დაუშვილი, დ. გელაშვილი, კაკაშვილი, ბურძენაძე, გ. სეფიაშვილი
სიონი
46. ადამაშვილი-კობერიძე
70. ქუცურუა-ბოლქვაძე
78. რეხვიაშვილი-ისიანი
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, მ. ოქროპირიძე, ხურციძე, ალფაიძე
გაფრთხილება: გაბრიჭიძე (32), ციმაკურიძე (45), ჩხეტიანი (45), რეხვიაშვილი (50), ზუხბაია (89)
გაძევება: ჩხეტიანი (90)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია (თბილისი)
"სპარტაკიცა" და "სიონიც" მესამე ტურს
"სიონში" არსებული ცნობილი პრობლემების გამო შეხვედრის ფავორიტი "სპარტაკი" იყო, მაგრამ თვალსაჩინო უპირატესობის მიუხედავად, ბადრი კვარაცხელიას გუნდმა არაერთი ხელსაყრელი შანსი ვერ გამოიყენა და ქულას დასჯერდა.
შესანიშნავად ითამაშა სტუმართა მეკარე ვლადიმერ ზუხბაიამ, რომელმაც რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და ბოლნისელთა არწაგებაში ლომის წილი დაიდო.
"სიონს" გატანის ხელსაყრელი შესაძლებლობა მხოლოდ მატჩის დებიუტში მიეცა – მეკარესთან პირისპირ გასული რეხვიაშვილი კიპერს გასცდა, მაგრამ თავგანწირულად ითამაშა "სპარტაკის" ახალწვეულმა დავით ლომაიამ და მეტოქეს კარში არ დაარტყმევინა.
ამის შემდეგ კი მოედანზე "სპარტაკი" დომინირებდა. მე-15 წუთზე შალამბერიძის დარტყმა ზუხბაიამ მოიგერია, 27-ეზე ჯიქიას თავური ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა, 36-ეზე კი "სიონის" მეკარემ ერთ ეპიზოდში ჯერ ჯიქიას, შემდეგ კი მეტრეველს არ გაატანინა.
55-ე წუთზე ზუხბაიამ სამხარაძეს აჯობა, შეხვედრის მიწურულს ხუბუასა და "სპარტაკის" კიდევ ერთ ახალწვეულს, ქანთარიას არ მისცა გატანის საშუალება.
მოკლედ, ორივე გუნდმა პირველი ქულა მოიპოვა, მაგრამ ამ შედეგით სპარტაკელები უფრო იმედგაცრუებულნი უნდა იყვნენ.
ნუგზარ ალანია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"