კობა ჟორჟიკაშვილი: "გაგრას" შეურაცხყოფა აზრად არც მქონია!

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგში" ახალი ხელმძღვანელების მისვლასა და მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილის დანიშვნას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვა - "ლელომ" შეიტყო, რომ გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გაუშვეს.

"ოთხი ფეხბურთელი გავუშვით. მოსვლის შემდეგ ვთქვი კიდეც, რომ ზოგი მოთამაშე თანაგუნდელებს კონკურენციას ვერ უწევდა და მათი დროულად გაშვება აჯობებდა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდებში მოწყობის საშუალება რომ ჰქონოდათ. ოთხ მათგანს შეველიეთ - ლომაიას, მურველაშვილს, ტყემალაძესა და ახვლედიანს. ამ ოთხეულს კონკურენციის პირობებში ძირითადში თამაში არ მოუწევდათ, მათი სათადარიგოთა სკამზე დატოვება კი გაუმართლებელი იქნებოდა", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.

რუსთავის "მეტალურგის" თავკაცს
კიდევ ერთ საკითხზე ვთხოვეთ კომენტარი: წინა ტურში "გაგრასთან" 0:2 წაგების შემდეგ მის გამონათქვამს - დაცვითმა ფეხბურთმა გაიმარჯვაო - გაგრელთა მხრიდან რეაქცია მოჰყვა.

"აზრადაც არ მქონია "გაგრას" ფეხბურთელების, მწვრთნელისა და, საერთოდ, ამ კლუბის შეურაცხყოფა. შეუძლებელია, მათი და კლუბის პრეზიდენტ ბესიკ ჩიხრაძის მიმართ პატივისცემით არ იყო განწყობილი, რადგან ამ გუდნმა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლამაზი ფურცლები ჩაწერა - პირველლიგელმა საქართველოს თასი მოიპოვა, ევროპის ლიგაზე "ანორთოსისს" ღირსეულად ებრძოლა და საშინაო მატჩში დაამარცხა კიდეც.

მაგრამ, რადგან ჩემმა სიტყვებმა გაუგებრობა გამოიწვია, მინდა, ამას ბოლო მოეღოს და ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები ნაწყენები არ დამრჩნენ. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ გაიმარჯვა დაცვითმა ფეხბურთმა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ შემტევ ფეხბურთს არ ვუღალატებთ, თამაშს დავხვეწთ და მალე გამოჩნდება, ჩვენი სტილი და ფილოსოფია უფრო მომგებიანია თუ დაცვითი ფეხბურთი. ყოველთვის შევეცდებით, ვითამაშოთ ისე, თავად ფეხბურთელებს რომ სიამოვნებთ და მაყურებელს სტადიონზე იზიდავს.

ეს არის და ეს, მეტოქის კრიტიკა აზარადაც არ გამივლია. პისკოვეცის საქმეა, როგორ ფეხბურთს ითამაშებს "გაგრა", მე ფეხბურთზე ვლაპარაკობდი და არა პიროვნულ პროფესიულ თვისებებზე. შესაძლოა, წაგების შემდეგ ჩემი ემოციური ლაპარაკი შეურაცხყოფად მიიღეს და, თუ ასეა, მზად ვარ, ბოდიში მოვიხადო და კიდევ ერთხელ გამოვხატო პატივისცემა ამ ადამიანებისა და მათი შრომით ჩამოყალიბებული გუნდის მიმართ.

ფეხბურთი იმიტომაც არის საინტერესო, რომ განსხვავებული სტილისა და ფილოსოფიის მიმდევარი გუნდები თამაშობენ, ზოგს "ბარსელონა" მოსწონს, ზოგს "ბაიერნი", მაგრამ ამის გამო შეურაცხყოფა არავინ უნდა დაიმსახუროს", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მურველა ვერ უწევდა კონკურენციას?!ეხა ვნახავთ, შეიძლება ოლიმპი ვაფშე გავარდეს, რა ჩემპიონობაზეა ლაპარაკი, ესეთი მწვრთნელით, რენთან მურველა ძირითადში იყო და იმ სუდიას რო არ გაეგდო შეილება ვაბშე მაგდენი გოლი არ გაეშვათ. . . მეცოდება ოლიმპი ამის  ხელში. . .
gio murvelashvili
16:32 27-08-2011
0
ადმინ ეროვნული ჩემპიონატის LIVE ანგარიშები გააკეთეთ, და თითო თამაშზე ცალკედ კომენტარის დადება რო შეიძლებოდეს!
geosochi
17:19 27-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული