გიორგი სეთურიძემ "ტორპედოდან" წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა

AutoSharing Option
უკვე გაუწყეთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე ქუთაისის "ტორპედოს" ფლანგის ნახევარმცველი გიორგი სეთურიძე რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა.

26 წლის სეთურიძეს რუსთავულ კლუბში ადრეც უთამაშია, მის შემადგენლობაში ჩემპიონიც გახდა და, სხვათა შორის, აზერბაიჯანული "სტანდარდიდან" დაბრუნებულს კვლავ "ოლიმპში" (რუსთავულ კლუბს მაშინ ასე ერქვა) სურდა თამაში, მაგრამ საბოლოოდ კლუბს ვერ შეუთანხმდა.

ნახევარმცველმა "მეტალურგთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს, "ლელოს" კი ქუთაისიდან წამოსვლის მიზეზებზე ელაპარაკა.

"გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი სურვილი იყო. "ტორპედო" კარგი და მეგობრული გუნდია, მაგრამ რუსთავის "მეტალურგში" გადასვლა მერჩივნა. ორივე
ამბიციური გუნდია, მაგრამ ახლა სახლთან ახლოს ვარ და აღარ მომიწევს აქეთ-იქით, ოჯახსა და კლუბს შორის მგზავრობა-მოძრაობა. ასე ცხოვრება ძნელი იყო, გამუდმებით თბილისი-ქუთაისის ტრასაზე ვიყავი. თანაც, რუსთავში ადრეც მითამაშია და ჩემთვის ლამის მშობლიური კლუბია", - ამბობს სეთურიძე.

გიორგის თქმით, "ტორპედოს" ხელმძღვანელობას პრობლემა არ შეუქმნია: "ქუთაისელებთან კონტრაქტი 2012 წლის მაისში მიმთავრდებოდა, მაგრამ გუნდს მისი გაწყვეტა ვთხოვე, "მეტალურგი" საკომპენსაციო თანხის გადახდას დათანხმა და უპრობლემოდ გამიშვეს".

სეთურიძეს უკვირს, მისმა ძველმა და ახალმა კლუბებმა ჩემპიონატი კარგად რომ ვერ დაიწყეს: "სეზონის დაწყებამდე ყველაფერი თითქოს კარგად იყო, "ტორპედო" შეთამაშდა და ჩემპიონატს იმედით ველოდით. შემადგენლობაც ძლიერი გვყავდა და გუნდშიც კარგი ატმოსფერო იყო. არადა, ვერ ავეწყვეთ, დასანანი ქულები დავკარგეთ და დღეს გუნდი ლიდერებში არ არის.

ასეთივე ვითარებაა "მეტალურგში", ძლიერი გუნდია და ძალიან შეკრულიც, მაგრამ ევროთასების შემდეგ ჩემპიონატი დამაჯერებლად ვერ დაიწყო. თუმცა ჯერ არც ერთს დაუკარგავს ბევრი და არც მეორეს. სეზონი ახლა დაიწყო და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული