შეხვედრის პირველი ტაიმი დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. შეხვედრა დაძაბული და ხისტი რომ იქნებოდა,ეს მატჩის დებიუტშივე გახდა ნათელი. 11-ე წუთზე დინამოელმა ლევან კაკუბავამ შეხვედრის მთავარი არბიტრისგან, გიორგი ვადაჭკორიასგან,თამაშის წესების დარღვევისათვის ყვითელი ბარათი მიიღო.
გორელებმა "დინამოს" კარის მიმართულებით რამდენიმე იერიში განახორციელეს, თუმცა უშედეგოდ. ჯერ იყო და მათი იერიშები თამაშგარე მდგომარეობის გამო ჩაიშალა. შეხვედრის 21-ე წუთზე კი
მატჩის 24-ე წუთზე გიორგი ვადაჭკორიამ კიდევ ერთი ყვითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან. ამჯერად მან მასპინძელთა რიგებში მოთამაშე გოგინაშვილი გააფრთხილა. ზუსტად ერთ წუთში კი სტადიონზე მისუმლა გულშემატკივარმა გატანილი გოლიც იხილა. მარცხენა ფლანგიდან შეტევაში ირაკლი ლექვთაძე ჩაერთო, რომელმაც თამაში საკუთრ თავზე აიღო, შესანიშნავი დრიბლინგის წყალობით რამდენიმე გორელი მცველი ჩამოიცილია, ბურთი კარს დაუმიზნა და ანგარიშიც გახსნა.
შეხვედრის პირველი ორმოცდახუთი წუთი თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა. XXIII ეროვნულ ჩემპიონატში საკუთარ კედლებში ცუდად მოასპარეზე დილა დედაქალაქურ გუნდს რომ არაფერს დაუთმობდა ეს მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მასპინძლებმა "დინამოს" წინააღმდეგ უხეში სათამაშოდ, აგრესიული და ძალისმიერ ორთაბრძოლებზე აგებული სათამაშო სქემა აირჩიეს მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე.
მეორე ტაიმში ტრავმირებული რეხვიაშვილი "დინამოს" ჩეხმა ლეგიონერმა, ირჟი ჰომოლამ ჩაანაცვლა და კაკუბავასთან ერთად დაცვის ცენტრში მოუწია მას თამაში. შეხვედრაში იმატა უხეშობამ, რამაც თავისთავად დაღი დაასვა მატჩის მიმდინარეობას და სათამაშო ტემპიც დაეცა. გორელთა მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის 51-ე და 61-ე წუთზე ცვლილებები განახორციელა.
ჯერ იყო და მოედანზე სათამაშოდ გოგინაშვილის ნაცვლად სადაღაშვილი შემოვიდა, შემდეგ კი ვალტერ ხორგუაშვილი ვაჟიკო ნემსაძემ შეცვალა, რომელსაც თავის მხრივ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უწევდა თამაში. მოედანზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, "დინამოს" ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა,ალექს გარსიამ მოედანზე დასვენებული მოთამაშის გამოყვანა გადაწვიტა და მოედანზე გიორგი თექთურმანიძის ნაცვლად 62-ე წუთზე მიკელ ალვარო ჩაერთო თამაშში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარსიას ამ ცვლილებამ დინამოს გამარჯვება და მორიგი სამი ქულა მოუტანა...
ამასობაში კი გიორგი ვადაჭკორიამ სასტვენის შემდეგ ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნის გამო თბილისელთა კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძე გააფრთხილა. 70-ე წუთზე გორელებმა სახიფატო მომენტი შექმნეს.ქარქუზაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა გიორგი ლორიას კარის მიმართულებით, თუმცა ლორია ბურთს აუღელვებლად დაეუფლა და ხელებში გააქვავა.
73-ე წუთზე მოედანზე ალბერტ იაგუე გამოვიდა სათამაშოდ, მან თანამემამულე ჩისკო მუნიოსი ჩაანაცვლა. მასპინძელთა რიგებში მოთამაშე ვლადიმერ ჯოჯუა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტად უხეში თამაშით გამოირჩა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მთავარ მსაჯს და 78-ე წუთზე დამსახურებული ყვითელი ბარათიც მიიღო. ზუსტად ორ წუთში ვადაჭკორიამ დინამოელი კვეკვესკირი გააფრთხილა უხეშობისათვის.
მატჩის სცენარი ისე განვითარდა, თითქოს და შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გავიდოდა და თბილისელები შინ 1:0-ით გაბრუნდებოდნენ, თუმცა...
სტადიონზე მისულმა მაყურებელმა ნამდვილი თრილერი იხილა. 93-ე წუთზე ლორიას კარში პავლე ხორგუაშვილმა გოლის გატანა მოახერხა, გორელები XXIII ჩემპიონატში პირველ საშინაო ქულას მიუახლოვდნენ,თუმცა მხოლოდ დროებით...
თითქმის იმავე წუთზე წამოიწყო შეტევა დინამოს გამოცდილმა და მრავლისმნახველმა კაპიტანმა. ალექსანდრე კოშკაძე თავადვე გაიჭრა წინ... რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და მერლანის კარის მიმართულებით დაარტყა, გორელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია... კოშკაძემ კუთხური თავადვე ჩამოაწოდა. საჯარიმოში გაგზავნილ ბურთს კი თავი შეცვლაზე შემოსულმა ესპანელმა ფეხბურთელმა, მიკელ ალვარომ დაახვედრა და საფინალო ანგარიშიც დააფიქსირა 2:1 თბილისის დინამოს სასარგებლოდ.
ამრიგად, დინამო ხუთი ტურის შემდეგ,ოთხი ნათამაშები შეხვედრიდან 10 ქულით საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშების პირველ ადგილე იმყოფება.
გორში გამართული დაპირისპირების შემდგომ, მეტოქე გუნდის თავკაცებმა მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს.
ალექს გარსია: რთული თამაში გვქონდა. "ზესტაფონთან" გამართული შეხვედრის მსგავსად დღესაც უკანასკნელ წუთზე მოვახერხეთ გოლის გატანა და ტაბლოზე საჩვენო შედეგის დაფიქსირება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გუნდი სუნთქვას და შეხვედრის უკანასკნელ წუთამდე იბრძვის მოსაგებად. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, რამეთუ დაგეგმილი სამი ქულა შევმატეთ ჩვენს ქულათა მარაგს.
გიორგი ცეცაძე: როგორც ხედავთ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში არ გვიმართლებს. პირველი ლიგიდან გადმოსვლის შემდეგ მხოლოდ რვა კვირა გვქონდა იმისათვის,რომ ფაქტობრივად ახალი გუნდი აგვეშენებინა, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დადებითი რეზულტატის ჩვენება შეეძლებოდა. არ ვარ დღევანდელი თამაშით უკმაყოფილო. ბიჭებს გარჯას ვერ დავუკარგავ, მათ მოინდომეს ანგარიშის გათანაბრებაც შესძლეს თუმცა... მაინც წავაგეთ. იმედია ძალიან მალე გავტეხთ ჩვენთვის ამ უსიამოვნო ნავსს და საკუთარ კედლებშიც მოვახერხებთ ქულების მოგროვებას.
fcdinamo.ge