"ვიტ ჯორჯია" საკუთარ კედლებში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მე-5 ტური

10 სექტემბერი. მცხეთა პარკი. 16:00 სთ.

"ვიტ ჯორჯია"-"მეტალურგი" 0:2

გოლები: 0:1, 0:2 ტატანაშვილი (47,61)
გაფრთხილება: ჩიმაკაძე (10), სეთურიძე (24), კვახაძე (88)
არბიტრი: ლ.კვრაცხელია

ვიტ ჯორჯია: ძაძამია - ხურცილავა, ადამაძე, კასრაძე, ღანიაშვილი - მაისაშვილი (ვასაძე 62) - კორიფაძე, ჯანელიძე, გიორგი გურეშიძე (კუხალეიშვილი 74) ზაქრაძე (ვაშაკიძე 46) - ჩიმაკაძე სათადარიგო: რეჭია, გოგიაშვილი, ოთარიშვილი, ხუმარაშვილი

მეტალურგი: ბედიაშვილი - სეთურიძე, კვარაცხელია, კვახაძე, ჯაფარიძე - რაზმაძე, ქავთარაძე (გავაშელიშვილი 69) - ჭედია, მიქაბერიძე (პავლიაშვილი 75), გეწაძე (დობროვოლსკი 80) -
ტატანაშვილი სათადარიგო: ბათიაშვილი, ჩადუნელი, მახვილაძე, მაისურაძე

"ვიტ ჯორჯია" რიგიანად ვერ გაისარჯა და დამარცხდა, პირველ ტაიმში უფრო კონცენტრირებული იყო, შესვენების შემდეგ კი მცხეთელთა ნახევარდაცვამ და დაცვამ ისეთი შეცდომები დაუშვეს, რომ მეტოქის ცენტრფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი ორჯერ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში და ორივეჯერ შედეგიანად იმოქმედა.

მეორე ტაიმის ბოლოს "ვიტ ჯორჯია" შედარებით უკეთ ათამაშდა, ლაშა კასრაძეს, ლევან კუხალეიშვილსა და ბესიკ ჩიმაკაძეს შეეძლოთ გოლის გამოდნობა, თუმცა გამართლება "ვიტ ჯორჯიას" მხარეს არ იყო.

witgeorgia.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული