მიკელ ალვარომ ძალიან მოკლე პერიოდში მოახერხა თბილისის "დინამოს" გულშემატკივრების გულების მოგება. ორი მნიშვნელოვანი გოლი და ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, დაუშრეტელი, ულევი ენერგია. მიკელი კოლხეთთან მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" გასვლაზე "კოლხეთს" 3:0 სძლია.
მიკელ ალვარო: ვფიქრობ, ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ, ბურთი გვეჭირა, უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ პირველ ნახევარში გოლის გატანა ვერ შევძელით. მეორე ნახევარში პირველი გოლიც გავიტანეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მეტოქე 5-4-1 სათამაშო სქემით მოქმედებდა, დიდი ძალებით იცავდა თავს და პირველ ტაიმში, ჩემი აზრით, ამიტომაც გაგვიჭირდა.
მე
ცოტა მოგვიანებით შევუერთდი "დინამოს". გუნდს უკვე შეკრებაც გავლილი ჰქონდა და თამაშებიც დაწყებული იყო. თამაშიდან-თამაშამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დახმარებით, ვფიქრობ ვუმატებ და ვუმატებთ ერთად, ვაუმჯობესებთ თამაშს, ვპროგრესირებთ. ამასთანავე გვსურს მალე მივაღწიოთ სასურველი თამაშის ხარისხს.
fcdinamo.ge