"დილამ" გასვლით მატჩში "ზესტაფონი" 4:0 გაანადგურა

AutoSharing Option
ქალაქ ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა, სადაც "ზესტაფონმა" გორის "დილას" უმასპინძლა და 0:4 წააგო.

"ზესტაფონი"-"დილა" 0:4 (0:2)
გოლები: დავით რაჟამაშვილი (40), დავით ჩაგელისვილი (45), რომან ახალკაცი (48), ვაჟა ნემსაძე (60)
გაფრთხილება: ედიკ საჯაია (45), რომან ახალკაცი (48)
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი

ზესტაფონი: როინ კვასხაძე, კახაბერ ალადაშვილი, გიორგი ონიანი (კაპ) (ედიკ საჯაია 45), მამუკა კობახიძე, ზაალ ელიავა, ირაკლი ძარია, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი (მიხეილ სარდალიშვილი 46), ნიკოლოზ გელაშვილი, რატი წინამძღვრიშვილი (საბა ლომია 62)
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა: მირზა მერლანი, ოლეგ გველესიანი, გივი ქარქუზაშვილი (კაპ), ნოდარ მაჭავარიანი, ნოდარ ჩაგელიშვილი, ვლადიმერ ჯოჯუა, ვალტერ ხორგუაშვილი (ვაჟა ნემსაძე 58), რომან ახალკაცი ( დავით ბაქრაძე 73), დავით ჩაგელიშვილი, პავლე ხორგუაშვილი ( ნიკოლოზ სადაღაშვილი 80), დავით რაჟამაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

"ზესტაფონისა" და "დილას" გულშემატკივრები ამ შეხვედრას ზუსტად 3 წლისა და 6 თვის მანძილზე ელოდნენ. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება 2008 წლის 21 მარტს შედგა და ჟილვან გომეს ვიეირას ჰეთ-თრიქისა და ნიკა კვასხვაძის დუბლის (ზესტაფონელებმა იმ შეხვედრაში ორი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმის გაცუდებაც "მოახერხეს") წყალობით იმერელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით 5-0 დასრულდა.

იმ სეზონის შედეგების მიხედვით შიდაქართლელებმა უმაღლესი ლიგა დატოვეს და გორულ-ზესტაფონური დუელის მორიგი, მეთერთმეტე "სერია" მხოლოდ 2011 წლის სექტემბერში შედგა. უნდა შეგახსენოთ ისიც, რომ "დილასა" და "ზესტაფონის" ათივე წინა მატჩი მარგველთა გამარჯვებით დასრულდა...

გორელი ფეხბურთელები თავისთვის უსიამოვნო ტრადიციის შესაწყვეტად შემართულნი ესტუმრნენ იმერეთს და აბსოლუტურად დამსახურებულად, თანაც ძალიან ლამაზ სტილში დაამარცხეს მასპინძლები. ანგარიში 40-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა, რასაც ტაიმის ბოლო წუთზე მისმა თანაგუნდელმა დავით ჩაგელიშვილმა კიდეც ერთი გატანილი გოლიც მოაყოლა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე (48-ე წუთზე) რომან ახალკაცმა გორელთა უპირატესობაკიდევ უფრო გაზარდა. მასპინძელთა რბევა კი ვაჟა ნემსაძემ შეხვედრის 60-ე წუთზედაასრულა. შიდაქართლელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

fczestafoni.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა დაემართა ზესტაფონს და თავმოყვარეობა დაკარგეს! დილას შრომა დაუფასდა და ვულოცავ. არ მინდა დილას გამარჯვება ზესტაფონის ყომარს მივაწერო და შეურაცხყოფა მივაყენო ამით დილას მოგებას. აშკარად არ დარბოდნენ ზესტაფონელები და არ იბრძოდნენ და ეს საეჭვო არის. პასუხის მომკითხავი ვინ არის?
უძლევი
02:52 22-09-2011
0
აქაც დაიცკო ტოტალიზატორის მაფია? ალოგიკური ანგარიშები? ამას ნოსტრადამუსიც ვერ გამოიცნობდა...
zura
01:25 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული