ასეთი რამ სეზონში ერთხელ ხდება - "ზესტაფონი"-"დილა" 0:4 [+VIDEO]

AutoSharing Option
ზესტაფონი-დილა 0:4
0:1 რაჟამაშვილი (40), 0:2 დ. ჩაგელიშვილი (45), 0:3 ახალკაცი (48), 0:4 ნემსაძე (60)

ზესტაფონი დილა
4-4-2 4-5-1
რ. კვასხვაძე მერლანი
ალადაშვილი ლ. ჩაგელიშვილი
გ. ონიანი ქარქუზაშვილი
მ. კობახიძე მაჭავარიანი
ელიავა ო.გველესიანი
ძარია ვ. ხორგუაშვილი
გორგიაშვილი ჯოჯუა
შ. გრიგალაშვილი ახალკაცი
ბაბუნაშვილი პ. ხორგუაშვილი
გელაშვილი რაჟამაშვილი
წინამძღვრიშვილი დ. ჩაგელიშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ჭიაბრიშვილი გ. ცეცაძე

ზესტაფონი
45. გ. ონიანი - საჯაია
46. ბაბუნაშვილი - სარდალიშვილი
62. წინამძღვრიშვილი - ს. ლომია
სათადარიგოები: მამალაძე, გაგოშიძე, თ. გრიგალაშვილი, ფიფია

დილა
58. ვ. ხორგუაშვილი
- ნემსაძე
73. ახალკაცი - ბაქრაძე
80. პ. ხორგუაშვილი - სადაღაშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, ჭითანავა, ი. ბერაია, ნ. ნოზაძე

გაფრთხილება: ახალკაცი (42), საჯაია (78)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი

ზესტაფონში გამაოგნებელი ამბავი მოხდა - სულაც არ იქნებოდა გასაკვირი, საქართველოს ჩემპიონებს ქულები რომ დაეკარგათ, არც მათი საშინაო მარცხი იქნებოდა იშვიათი სენსაცია, მაგრამ 0:4 ის ანგარიშია, რომელზეც ქართული საფეხბურთო სამყარო კიდევ დიდხანს ილაპარაკებს. წინა ტურში ბოლნისში ნათლად გამოჩნდა, რომ "ზესტაფონი" ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდით, ფეროელები ასე ძალიან თუ იყვნენ მოშლილები.

ახლა უკვე უდავოა, რომ "ზესტაფონში" საქმე ვერ არის სახარბიელოდ და რაც მალე გამოსწორდება მდგომარეობა, მით უკეთესი იქნება თავად კლუბისთვისაც და ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვისაც. დაგვეთანხმებით, ჩემპიონის დაძაბუნება საქართველოს ჩემპიონატის დონეზე სასიკეთოდ არ იმოქმედებს.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, ბუნებრივია, ასეთი შესანიშნავი და არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, ისტორიული მიღწევა არ უნდა დავუკარგოთ "დილას". გორელებმა საკუთარი შემტევი სტილით ეს სეზონი უკვე გაალამაზეს, გუშინდელი გამარჯვებით კი ჩემპიონატისა და ვინ იცის, სეზონის უმთავრესი სენსაციის ავტორები გახდნენ.

შიდაქართლელებმა გუშინ თამაში კონტრშეტევებზე ააგეს და მათი უმრავლესობა გოლებით დაასრულეს. თქვენ წარმოიდგინეთ, "დილას" ოთხზე მეტი გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ "ზესტაფონის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო მეკარე როინ კვასხვაძე, რომელიც გორელთა იერიშებს, ფაქტობრივად, მარტოდმარტო უმკლავდებოდა. "ზესტაფონმა" კი პრესტიჟის გოლის გატანაც ვერ შეძლო.

"დილამ" იმდენად დამაჯერებლად გაიმარჯვა, რომ ზესტაფონელი ქომაგების სიმპათიაც კი დაიმსახურა. ადგილობრივმა ფან-კლუბმა გორელები აპლოდისმენტებით გააცილა.

ნიკა გვათუა ზესტაფონიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან სასაცილო სტატია და სუბიექტური არ მესმის იმ მეკარის ქება რომელიც ერთ თამაშში 4 გოლს გაუშვებს ის ყოფილა საუკეთესო, და მეორე გუნდის მცველები მეკარე და თავდამსხმელები რომლებმაც 4 გოლი გაიტანეს არა:))))))))))და მათზე არაფერია ნათქვამი:)))))))))))))))არც არანაირი მიმოხილვა მატჩის:)))))))))დაბალი დონის სტატიაა ან ჟურნალისტს თამაშზე ჩაეძინა:))))))))))))
Re_Ni
17:18 22-09-2011
0
ისე ამ თამაშზე უფრო დაწვრილებითი მიმოხილვა რატომ არ არის, კონკრეტული მომენტების აღწერა ან მწვრთნელთა ინტერვიუები? ძალიან მშრალი სტატიაა, არ ეკადრება ლელოს :)
leo-dzia
15:10 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული