ქუთათურებმა "ბაიას" ვერ მოუგეს - 0:0

AutoSharing Option
25.09..2011 ქუთაისი. ცენტრალური. 1000 მაყურებელი
ტორპედო 0:0 ბაია

ტორპედო ბაია
4-4-2 4-1-4-1
მიგინეიშვილი სომხიშვილი
ფოფხაძე რიგვავა
გამეზარდაშვილი აფაქიძე
ფარულავა მგელაძე
გურული აკობია
დოლიძე ნ. შონია
დიღმელაშვილი გუგუჩია
ბოლქვაძე ტყემალაძე
გ. დათუნაიშვილი სიხარულია
თარხნიშვილი წურწუმია
მეგრელაძე ეხვაია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. კიკნაძე ე. ქომეთიანი

ტორპედო
46. დიღმელაშვილი - ჩიკვილაძე
69. თარხნიშვილი - კირკიტაძე
87. ბოლქვაძე - გოცირიძე
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, კუხიანიძე, საბანაძე, ტაბატაძე

ბაია
73. გუგუჩია - სამუშია
90+2. ეხვაია - პაჭკორია
90+3. წურწუმია - ენდელაძე
სათადარიგოები: ჯომიდავა, ქვარცხავა, კუკავა, ვეკუა.

გაფრთხილება:
რიგვავა (45), ნ. შონია (66), სიხარულია (86).
არბიტრი: ხ. გაგნიძე

მიუხედავად იმისა, რომ "ტორპედოს" მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო, "დინამოსთან" გადადებული მატჩის მოგების შემდეგ მასპინძელთა გულშემატკივრები ტორპედოელთაგან მხოლოდ მოგებას ელოდნენ.

მატჩი კი იმით დაიწყო, რომ... კინაღამ არ დაიწყო: თავსხმა წვიმამ მოედნის ნაწილი დატბორა, არ ჩანდა ხაზი და კუთხურის ადგილი. წვიმამ გადაიღო, მაგრამ მსაჯმა და დელეგატმა თამაშის დაწყება ნახევარი საათით დაახანეს - დაელოდნენ, გაიწოვდა თუ არა დრენაჟი წყალს.

როგორც გაირკვა, დატბორილ ადგილზე სანიაღვრე გაჭედილა, თუმცა დანარჩენი მოედანი ჩინებულად გამოიყურებოდა, არ ატალახებულა და ბურთიც კარგად დაგორავდა. მალე მოედანიც გაიწმინდა და საკმაოდ დაძაბული მატჩი ვიხილეთ.

"ტორპედოს" ამჯერადაც გიორგი სუხიაშვილმა და კახა ჩხეტიანმა უთავკაცეს, გია გეგუჩაძე კი, რომელიც თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, გუნდს 1-ლი ოქტომბრიდან უხელმძღვანელებს.

"ბაიას" საკადრო პრობლემა ერთ-ერთ ლიდერის, 19 წლის თავდამსხმელის ირაკლი ქობალიას დისკვალიფიკაცია იყო. ელგუჯა ქომეთიანის გაწვრთნილებმა მატჩი მძიმედაც დაიწყეს, "ტორპედო" კი აგრესიულად უტევდა, მარჯვენა ფლანგზე მწვავედ მოქმედებდა ირაკლი დოლიძე და მომენტებიც სწორედ მან შექმნა.
39-ე წუთზე დოლიძე მარჯვენა ფლანგზე მცველს გასცდა და საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე მყოფი გია მეგრელაძე მოძებნა, მან კი ბურთი კარს ააცილა.

45-ე წუთზე ისევ დოლიძემ წამოიწყო შეტევა და ისევ მარჯვენა ფლანგზე, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს დავით ბოლქვაძე დაეუფლა, ოსტატური პაუზით მცველი ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ გიორგი სომხიშვილმა ჩინებული ნახტომით იხსნა "ბაია".

მეორე ტაიმი უფრო დაძაბულად წარიმართა, რადგან "ბაია" გააქტიურდა, მასპინძლებს კი გამუდმებულმა შეტევებმა ძალა წაართვა. და მაინც, ანგარიშის გახსნა 68-ე წუთზე ქუთათურებს შეეძლოთ, როდესაც თენგიზ ჩიკვილაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ მეგრელაძე საჯარიმოში მცველებს გაექცა, მაგრამ ახლო მანძილიდან თავით არაზუსტად დაარტყა.

74-ე წუთზე კი ზუგდიდელთა ცენტრალურმა მცველმა ნიკა მგელაძემ შემტევებს მაგალითი აჩვენა: მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, მეტოქე ეფექტური ცრუ მოძრაობით ჩამოიტოვა და ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, კარში ირაკლი ეხვაიამ დაარტყა, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილმა ვითარება განმუხტა.

ზუსტად ხუთ წუთში "ტორპედო" გოლს გადაურჩა: საჯარიმო სახიფათოდ დაარტყა ზვიად სიხარულიამ, მეკარემ ბურთი მოიგერია, ახლო მანძილიდან დამატებას ეხვაია ცდილობა - ამჯერად მცველი ჩაუწვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

87-ე წუთზე ჩინებულად ითამაშა რევაზ გოცირიძემ, რომელიც მარცხენა ფლანგზე მცველს იოლად გასცდა და კარში შუეჩერებლად დაარტყა. სომხიშვილმა ბურთი
კუთხურზე მოიგერია - შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ბოლო წუთებზე კი გულშემატკივარს ტექნიკის დემონსტრირებით დაამახსოვრა თავი ლევან წურწუმიამ, რომელიც დროის გაყვანას კი ცდილობდა, მაგრამ ამას ისე ეფექტურად აკეთებდა, შეცვლისას ქუთაისელმა გულშემატკივარმა ტაშით გააცილა, ისევე, როგორც მთლიანად ზუგდიდელთა გუნდი.

ქომეთიანის შეგირდები წლეულს კარგად თამაშობენ, ბევრად მდიდარ და ნაპატრონებ გუნდებს უსწრებენ და ამიტომაც ძნელია იმ ინფორმაციის დაჯერება, თითქოს ზუგდიდელთა მთავარ მწვრთნელს მოხსნას უპირებენ - არადა, ფაქტობრივად შეკრებაგაუვლელი "ბაია" მესამე ადგილზეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სურათიდან გამომდინარე - დღეს სპორტის ახალ სახეობას ჩაეყარა საფუძველი გორში: ლამბადაწყალფეხბურთი!

მოტორიანი ნავები დაურიგეთ ფეხბურთელებს! :D

სფფ-ს და სპორტის სამინისტროს გაუმარჯოს!
უძლევი
12:30 26-09-2011
0
უკაცრავად, ქუთაისში...
უძლევი
12:34 26-09-2011
0

სიახლეები პოპულარული