"სპარტაკმა" "ვიტ ჯორჯიას" 2:1 სძლია

AutoSharing Option
02.10.11. თბილისი. მ.მესხი 700 მაყურებელი

"სპარტაკი"-"ვიტ ჯორჯია" 2:1
გოლები: 1:0 მეტრეველი (3. შალამბერიძის პასით), 1:1 ჩიმაკაძე (40. პენალტით), 2:1 მეტრეველი (80. ბოიომოს პასით)
გაფრთილება: მამუჩიშვილი (21), მეტრეველი (40), გეთიაშვილი (43), კასრაძე (61), გურამ გურეშიძე (86)
არბიტრი: ლ. სილაგავა

სპარტაკი ვიტ ჯორჯია
4-2-3-1 4-2-3-1
ძაგანია ძაძამია
თიბილაშვილი ადამაძე
ტეტუნაშვილი კასრაძე
ბოიომო გეთიაშვილი
მერეჩკო ვასაძე
კილასონია ჯანელიძე
მამუჩიშვილი ოთარიშვილი
შალამბერიძე გურამ გურეშიძე
მაისურაძე ზაქრაძე
ქანთარია კორიფაძე
მეტრეველი ჩიმაკაძე

სპარტაკი
56. ქანთარია - შარაშენიძე
62. თიბილაშვილი - დეკანოიძე
83. მამუჩიშვილი - ბუზალაძე
სათადარიგოები:
ნ. დაუშვილი, ბურძენაძე, რუხაძე, ნარიმანიძე

ვიტ ჯორჯია
58. გეთიაშვილი - ხუჭუა
68. ვასაძე - გიორგი გურეშიძე
82. ზაქრაძე - სიხარულიძე
სათადარიგოები: სვანიძე, გოგიაშვილი, გ. ვაშაკიძე, ჯუღელი

ცხინვალის "სპარტაკმა" ვლადიმერ ხაჩიძის ხელმძღვანელობით ჩემპიონატში მესამე მატჩი ჩაატარა და ორი ფრის შემდეგ პირველი მოგებაც მიითვალა. საერთოდ, მიმდინარე სეზონში ეს ცხინვალელთა პირველი გამარჯვებაა.

მასპინძლებს დასაწყისშივე დაეტყოთ, რომ ნანატრი გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდათ. "სპარტაკის" პირველი სერიოზული შეტევა გოლით დასრულდა. მაისურაძე-შალამბერიძე-მეტრეველის კომბინაცია ამ უკანასკნელმა გოლით დააგვირგვინა. მეტრეველმა, რომელიც თეიმურაზ შონიას ტრავმის გამო კაპიტნად მოგვევლინა, დასწრებაზე კარგად ითამაშა.

გაშვებულმა გოლმა სტუმრები გაახელა, არც სპარტაკელები იყვნენ უქმად, მაგრამ ვიტელებმა მაინც შეძლეს უპირატესობის მოიპოვება. მანამდე მეტრეველს შეეძლო დუბლის შესრულება, მაგრამ მის მცდელობას ამჯერად შედეგი აღარ მოჰყოლია. თბილისელებმა მაინც იმარჯვეს, ნელ-ნელა გოლი მოამწიფეს და ტაიმის ბოლოს წონასწორობაც აღადგინეს. გიორგი ჯანელიძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ბესიკ ჩიმაკაძემ უნაკლოდ შეასრულა - 1:1.

მეორე ტაიმიც საშუალო ტემპში დაიწყო, მეტოქეებმა თითო დარტყმა გაცვალეს და  თამაშიც შეწყდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის განათების 4 ანძიდან ორი მთლიანად გაითიშა. როგორც გაირკვა, ეს უსიამოვნო ამბავი ელექტროენერგიის გადატვირთვის გამო მოხდა.

სტადიონის ენერგოტექნიკოსთა ბრიგადა უმალ ავარიის ლიკვიდაციაზე მუშობას შუდგა და 40 წუთში სტადიონის განათება სრულად აღდგა.

მოედანზე დაბრუნებულმა გუნდებმა 3-4 წუთი გასახურებლად ითხოვეს და მატჩიც განახლდა. ცნობისთვის, რეგლამენტის მიხედვით, თუ მატჩი ასეთი ან სხვა მიზეზის გამო შეწყდება, 1 საათში უნდა გაგრძელდეს, თუ არა და გადაიდება. ასე რომ, რეგლამენტი არ დარღვეულა, შეხვედრა 45 წუთში გაგრძელდა.

განათების გამორთვით გამოწვეულმა პაუზამ სპარტაკელებს უფრო არგო, ვიდრე ვიტელებს. მატჩის განახლების შემდეგ მასპინძლები გაცილებით აქტიურად ათამაშდნენ და მათმა თავგამოდებამ მატჩის მიწურულს შედეგი გამოიღო.

67-ე წუთზე ზვიად მეტრეველს (სპარტაკელთა შეტევები უმთავრესად მასზე იყო აგებული) ერთის გატანაც შეეძლო, მაგრამ არ გაუმართლა. 76-ე წუთზე ჩიმაკაძე მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში, მაგრამ მეკარე ლაშა ძაგანიამ იმარჯვა და მისი გადაცემა ჩაჭრა.

მასპინძლებმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და მე-80-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. სპარტაკელთა მორიგი შეტევისას ბოიომომ საჯარიმოში მეტრეველი მოძებნა, რომელმაც მცველებს დაასწრო და - 2:1. ვიტელები კიდევ ერთხელ შეეცადნენ გათანაბრებას, მაგრამ ამაოდ, 83-ე წუთზე ადამაძის თავური მიზანს ასცდა.

ნიკა გვათუა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული