ლაშა პარუნაშვილი: გარსიამ მითხრა შენი თამაში ითამაშეო

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრების 18 წლის ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა გუშინ "დინამოს" რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ბოლო წუთს გამოძახებულმა პარუნაშვილმა, ურიგო შთაბეჭდილებაც არ დაუტოვია და მიუხედავად ნერვიულობისა, არაერთი კარგი გადაცემაც გააკეთა პარტნიორების მისამართით.

- თავდაპირველად მინდა მოგილოცო თბილისის "დინამოში" დებიუტი, რა გრძნობა დაგეუფლა როდესაც ალექს გარსიამ ძირითადი გუნდის განაცხადში შეგიყვანა?
- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. როდესაც გავიგე "სიონთან" წინასამატჩო განაცხადში მოვხვდი უბედნიერესი ვიყავი. "დინამოში" თამაში ხომ ყველა ქართველისთვის დიდი პატივია.

- გარსიამ მეორე ტაიმში ჩისკოს ნაცვლად შეგიყვანა მინდორზე.
-
ალექს გარსიამ მოედანზე შესვლის წინ მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ ინერვიულოო, შენი თამაში ითამაშეო.

- აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგე ფეხბურთელებისგანაც იგრძნობოდა შენდამი მხარდაჭერა.
- დიახ, რამდენიმე მათგანს რუსთავის "ოლიმპიდანაც" ვიცნობდი და კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, იგივე უგულავასთან და თარგამაძესთან.

- ლაშა დღეს ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობას ბოლნისში აქვს თამაში, ვფიქრობ არ უნდა გაჭირდეს სამი ქულის აღება.
- რა თქმა უნდა შევეცდებით მოგებას, ყველა თამაშისთვის მოსაგებად გავდივართ, ბუნებრივია მეტოქის შეუფასეფლობაც არ შეიძლება.

gladiators.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული