"ზესტაფონი" მარტვილში "მერანთან" სათამაშოდ თბილისში ემზადება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ეროვნული ჩემპიონატის ბოლო, მე-15 ტურის მთავარი მატჩი "ზესტაფონი"- "დინამო" დიდთოვლობის გამო გადაიდო, იმერლებმა დედაქალაქს მოაშურეს და მარტვილში "მერანთან" შესახვედრად თბილისში ემზადებიან.

ამ ვოიაჟის მიზეზი, კლუბის პრესსამსახურის განცხადებით, არის ის, რომ "ზესტაფონის" ბაზაზე თოვლი დევს, რის გამოც იქ ვარჯიში შეუძლებელი გახდა.

იმერლები საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" მოედანზე ვარჯიშობენ, 4 დეკემბრის მარტვილური მატჩისთვის კი დისკვალიფიცირებული ალექსი ბენაშვილი დააკლდებათ.

თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზესტაფონელებმა ერთი მოთამაშე კი არა, შესაძლოა, მთელი მატჩი მოისაკლისონ. ყოველ შემთხვევაში, მარტვილში ამბობენ, სტადიონის საფარზე დადებული თოვლი
მოიყინა, მისი აღება ვერ ხერხდება და ამიტომ მეტეოპირობების გაუმჯობესებამდე მოედანი ვერ მოწესრიგდებაო. ამ სიტყვებს საბუთად ფოტოც დაერთო, რომელიც 2 დეკემბერს, დღის 12 საათზეა გადაღებული.

საქმეში გასარკვევად "ლელო" "მერანის" თავკაც მალხაზ ჟვანიას დაუკავშირდა.

- მოედანზე თოვლია, აღებას ვერ ვახერხებთ, თანაც, გუშინ საღამოს მოყინა, ამიტომ აქ თამაში გამორიცხულია. ნეიტრალურ მოედანზე თამაშს, ცხადია, შეთანხმება და მომზადება სჭირდება, ამის საშუალება კი ჩვენ არ გვაქვს, ასე რომ, თამაში, ალბათ, გადაიდება, - გვითხრა ჟვანიამ.

შეგახსენებთ: წლეულს მარტვილელებმა შინ მარცხი არ იციან და ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ნეიტრალურ მოედანზე თამაში არ სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული