პირველი ლიგა - რეგლამენტი თუ არ შეიცვალა...

AutoSharing Option
უმაღლეს ლიგაში ჩემპიონატი თუ გრძელდება, პირველ ლიგაში უკვე ზამთრის შესვენება "გამოცხადდა". თუმცა, უამინდობამ და უჩვეულოდ სუსხიანმა ზამთრის დასაწყისმა კორექტივები პირველი ლიგის კალენდარშიც შეიტანა - ორივე ზონაში არაერთი მატჩი გადაიდო და 3 დეკემბრის ნაცვლად ეს ეტაპი მხოლოდ ახლახანს დასრულდა.

თუმცა, კალენდრით გათვალისწინებული 16-16 მატჩის ჩატარება ყველამ ვერ მოახერხა და ეს, უპირველესად, "ა" ზონას ეხება. მოგეხსენებათ, რომ უმაღლესის მსგავსად, ამ სეზონში პირველი ლიგის გათამაშებაც ახლებური ფორმატით ტარდება; საწყის ეტაპზე ორივე ზონაში გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ ხვდებიან (ანუ, თითოეულ გუნდს 18 მატჩის ჩატარება უწევს),
რის შემდეგაც ორივე ზონაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ახალ ტურნირში გადაინაცვლებენ. კერძოდ, ამ ოთხეულს პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ უმაღლეს ლიგაში IX-XII ადგილებზე გასული ოთხი გუნდი დაემატება და ახალი, ორწრიანი გათამაშებაც დაიწყება.

ისიც აღსანიშნავია, რომ ეს რვა გუნდი ტურნირს ნული ქულით დაიწყებს და ამათგან ოთხი საუკეთესოც 2011-12 წლების სეზონში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლებას მიიღებს. აი, ასეთია ამ სეზონის რეგლამენტი, მაგრამ არავის გაუკვირდეს, მომავალი წლის გაზაფხულზე (თუნდაც, ზაფხულში) ეს რეგლამენტი რომ შეიცვალოს! ახლა არ თქვას არავინ, ბოლო წლებში მსგავსი არაფერი მომხდარაო...

ისევ პირველი ლიგის გათამაშებას დავუბრუნდეთ და ჯერ "ა" ზონაზე ვთქვათ, სადაც პლეი ოფის საგზური ვადამდე გაინაღდა ბათუმის "დინამომ". ეს ფაქტი კი ნებისმიერ ქართველ გულშემატკივარს გაახარებდა და იმედი დავიტოვოთ, რომ ბათუმელები პლეი ოფშიც წარმატებით იასპარეზებენ და გარკვეული პაუზის მერე უმაღლეს ლიგას დაუბრუნდებიან.

მეორე საგზურისთვის კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი: "მერცხალსა" და "ჭიათურას", ფაქტობრივად, თანაბარი შანსი აქვთ ამ ზონიდან პლეი ოფის მეორე საგზური რომ მოიპოვონ. ყველაფერი კი მომავალი წლის გაზაფხულზე გადაწყდება, როცა ეს გუნდები გადადებულ მატჩებსა და დარჩენილი ორი ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ.

ამ ზონის სხვა გუნდებიდან აღსანიშნავია სტუ-ს გამორჩეულად შედეგიანი თამაშიც (16 მატჩში 31 გოლი ზონაში საუკეთესო მაჩვენებელია) და აგრეთვე ის ფაქტიც, რომ გოჩა ჟორჟოლიანის გუნდს საერთოდ, პირველ ლიგაში ყველაზე მეტი (40) ბურთი აქვს გაშვებული.

"ბ" ზონაში ყველაფერი კანონზომიერადაც წარიმართა და გაზაფხულზე დარჩენილი ორი ტურიც სრული ფორმალობა იქნება. ანუ, საჩხერის "ჩიხურამ" ფავორიტის სტატუსი, ფაქტობრივად, 100 პროცენტით გაამართლა და ეს ეტაპი მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებლებით დაამთავრა.

თავად განსაჯეთ: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილმა გუნდმა 16 მატჩიდან 15 მოიგო და მხოლოდ 1 შეხვედრა დაამთავრა ფრედ ("სამგურალთან")!
აღარაფერს ვამბობთ არანაკლებ გამორჩეულ მაჩვენებლებზეც: პირველ ლიგაში (ორივე ზონაში) "ჩიხურამ" ყველაზე მეტი (39) გოლი გაიტანა და ყველაზე ნაკლები (4) გაუშვა!

ასევე ლოგიკური იყო პირველი ლიგის ერთ-ერთი ტიტულიანი გუნდის, ლანჩხუთის "გურიას" წარმატებული ასპარეზობაც: საქართველოს თასის პირველი გათამაშების ტრიუმფატორმა გუნდმა ასევე ვადაზე ადრე გაინაღდა პლეი ოფში ასპარეზობა. თანაც, გამოცდილი მწვრთნელის, გიგლა იმნაძის შეგირდებს შედეგიანობაც არ დაეწუნებოდათ (37 გოლი) და საერთოდაც, "ბ" ზონის საუკეთესო ბომბარდირთა მაჩვენებლებიც ცალკე აღნიშვნის ღირსია; მით უფრო, რომ იაგო დეისაძეც ("გურია"), თორნიკე მუმლაძეც ("ჩიხურა") და იაკობ დეისაძე ("იმერეთი") ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან.

პირველი ლიგა, გამოტოვებული მატჩები
"ა" ზონა
მესხეთი-მეშახტე 4:1
06. 12. ახალციხე. "მიხეილ იაძე". 250 მაყურებელი
1:0 მ. მელაძე (50), 2:0 გ. მურადაშვილი (61), 3:0 მ. მურმანიშვილი (69), 3:1 თ. ხარებავა (88), 4:1 ი. ცნობილაძე (89)
მესხეთი: გ. ძამუნაშვილი, დ. ლეკიშვილი, მ. ლეკიშვილი, ო. დარჩია (80. გ. გევორქიანი), ზ. ბარძიმაძე, მ. მურმანიშვილი, გ. ქურდაძე (46. გ. მურადაშვილი), მ. მელაძე, ზ. სუდაძე, დ. ინასარიძე, ი. ცნობილაძე
მწვრთნელი: პ. გოგოლაძე
მეშახტე: დ. ოდიშარია, თ. ხარებავა, ზ. ენდელაძე, ნ. ხარაბაძე, მ. კოპალიანი, კ. ხუჯაძე, ი. ღიბრაძე (68. ა. სახელაშვილი), ა. მეტონიძე, გ. უგლავა, გ. ხეცურიანი, ჯ. ავალიშვილი
მწვრთნელი: დ. რუხაძე
გაფრთხილება: ო. დარჩია; ი. ღიბრაძე
არბიტრი: მ. ურუშაძე

ლოკომოტივი-სამტრედია 4:0
08. 12. საგურამოს საფეხბურთო სპორტკომპლექსი. 50 მაყურებელი
1:0 დ. ჯიქია (45, პენალტით), 2:0 ა. გუგუშვილი (48), 3:0, 4:0 დ. ჯიქია (89, 90)
ლოკომოტივი: ბ. საჯაია, დ. საჯაია, ნ. ჭანტურია, გ. მაკასარაშვილი, დ. მიქავა (82. გ. გაბაძე), გ. გოროზია, ა. გუგუშვილი, მ. ცინცაძე, გ. შარანგია (76. ლ. კვარაცხელია), გ. კაპანაძე, დ. ჯიქია
სათადარიგოები: დ. დარციმელია გ. ასლამაზიშვილი, გ. ბაქრაძე, გ. გურეშიძე, გ. მჭედლიშვილი
მწვრთნელი: გ. ჩიტაური
სამტრედია: ი. შენგელია, დ. ჩხიკვაძე, ლ. ხაჭაპურიძე, ა. თელია, ლ. სუთიძე, შ. კერძევაძე, გ. რუხაძე, ს. ლეჟავა (46. ს. მიქაძე), რ. ნინუა (76. ბ. ახობაძე), ი. ხვადაგიანი, ტ. რუხაია
სათადარიგო: პ. შათირიშვილი
მწვრთნელი: გ. ბედელიანი
გაფრთხილება: მ. ცინცაძე, გ. შარანგია; დ. ჩხიკვაძე, შ. კერძევაძე
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ჩხერიმელა-მეშახტე 0:0
09. 12. ხარაგაული. "სოსო აბაშიძე". 100 მაყურებელი
ჩხერიმელა: ი. კუჭუხიძე, დ. ბერუაშვილი, ი. გვეტაძე, ა. ქაშაკაშვილი (46. ი. ჭანკვეტაძე), გ. თურმანიძე, ა. დოღონაძე (46. ჯ. არევაძე), გ. გოგიჩაიშვილი, გ. ზაქარაშვილი (73. ბ. ახალაია), დ. კოსტავა, ო. გიორგობიანი, გ. ბოხუა
სათადარიგოები: გ. ჭაავა, ი. გვარჯალაძე, ი. ორბელაძე
მწვრთნელი: მ. ხუნდაძე
მეშახტე: დ. ოდიშარია, თ. ხარებავა, ა. სახელაშვილი (46. ი. ღიბრაძე), ზ. ენდელაძე, ნ. ხარაბაძე, მ. კოპალიანი, კ. ხუჯაძე, ე. ცნობილაძე, ა. მეტონიძე, თ. ჭელიძე, გ. ხეცურიანი
სათადარიგო: ბ. ჯიშიაშვილი
მწვრთნელი: დ. რუხაძე
გაფრთხილება: ი. გვეტაძე, ო. გიორგობიანი
არბიტრი: ზ. ასკარ-ოღლი

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო (ბთ) 16 13 2 1 28-8 41
2. მერცხალი 15 10 2 3 22-14 32
3. ჭიათურა 15 9 3 3 24-12 30
4. ჩხერიმელა 15 6 4 5 18-21 22
5. სტუ 16 6 2 8 31-40 20
6. ლოკომოტივი 16 5 4 7 28-24 19
7. მესხეთი 16 5 2 9 18-21 17
8. კოლხეთი 16 4 4 8 16-19 16
9. სამტრედია 16 2 5 9 11-27 11
10. მეშახტე 15 2 4 9 13-23 10

ბომბარდირები
ლევან ჯიქიძე (სტუ) - 9
მიხეილ ჯორბენაძე (დინამო) - 8
დავით ჯიქია (ლოკომოტივი) - 8
ირაკლი ცნობილაძე (მესხეთი) - 8
გიგა ბოხუა (ჩხერიმელა) - 7
დაჩი კოსტავა (ჩხერიმელა) - 7
ავთანდილ ბაგაშვილი (სტუ) - 7

მომდევნო მატჩები
XVII ტური, 2012 წლის 2 მარტი
მერცხალი (ოზურგეთი) - დინამო (ბათუმი)
მესხეთი (ახალციხე) - ჩხერიმელა (ხარაგაული)
მეშახტე (ტყიბული) - სტუ (თბილისი)
ჭიათურა - სამტრედია
კოლხეთი (ხობი) - ლოკომოტივი (თბილისი)

შენიშვნა: ორი გადადებული მატჩი ("მეშახტე" - "მერცხალი" და "ჭიათურა" - ჩხერიმელა") ჩატარდება მომავალი წლის თებერვალში.

"ბ" ზონა
ზოოვეტი-ნორჩი დინამოელი 2:2
08. 12. რუსთავი. ფოლადი. 100 მაყურებელი
0:1 ა. ღვთისავრიშვილი (51), 1:1 ლ. ჯოხაძე (59), 1:2 ლ. ლაბარტყავა (67), 2:2 ზ. ტიელიძე (90)
ზოოვეტი: მ. ძიძიგური, შ. გალეგაშვილი, ი. ალასანია, გ. პატარქალიშვილი, შ. ფარულავა (86. გ. კუხალაშვილი), თ. მოსიაშვილი, ს. ლორთქიფანიძე (58. უ. მამულაშვილი), ლ. ლობჟანიძე, ი. სვანიძე (58. მ. მახათაძე), ზ. ტიელიძე, ლ. ჯოხაძე
სათადარიგოები: ი. ჯოჯიშვილი, კ. ვაშაკიძე
მწვრთნელი: ე. გუგუშვილი
ნ. დინამოელი: ა. ნონოსი, ა. ჩუენსუ, გ. ლომიძე, გ. ბერიშვილი, ა. ღვთისავრიშვილი, ა. შენგელია (89. ბ. შუბითიძე), თ. ჩარგეიშვილი, ი. ქავთარაძე, ლ. ლაბარტყავა, ზ. ქარდავა, ლ. მაჭავარიანი
სათადარიგოები: ი. ჩახვაშვილი, ზ. ძაგანია, ზ. კვარაცხელია
მწვრთნელი: რ. ბარამიძე
გაფრთხილება: ლ. ლობჟანიძე, ზ. ტიელიძე, ლ. ჯოხაძე, მ. მახათაძე
გაძევება: ლ. ჯოხაძე
არბიტრი: დ. სანოძე

სამგურალი-ჩიხურა 1:3
08. 12. წყალტუბო. "26 მაისი". 200 მაყურებელი
0:1 თ მუმლაძე (2, პენალტით),0:2 ჯ. ბერიანიძე (38), 0:3 ი. ლილუაშვილი (70), 1:3 გ. ბუხაიძე (90, პენალტით).
სამგურალი: ლ. გორდეზიანი, ბ. ბიბილაშვილი, ბ. ხაჭიპერაძე, კ. ძაგანია, ზ. ჩიხლაძე (68. გ. გრძელიძე), ლ. ცხადაძე (59. გ. თევდორაძე), ხ. უგრეხელიძე, გ. გორგოძე, რ. ჩიხლაძე (61. ლ. ნავერიანი), გ. ბუხაიძე, ზ. კუხალაშვილი
სათადარიგოები: დ. მემარნიშვილი, გ. ჩიხლაძე, ნ. უგრეხელიძე, ს. ფურცხვანიძე
მწვრთნელი: გ. გოგიაშვილი
ჩიხურა: რ. თევდორაძე, ლ. ჭელიძე, ნ. გუშარაშვილი, ჯ. ბერიანიძე, ლ. ჩიკვაიძე, ი. ზაბახიძე, ლ. ვაშაკიძე (76. ე. ზივზივაძე), ი. ლილუაშვილი (79. გ. ქიმაძე), გ. სილაგავა, გ. სალარიძე, თ. მუმლაძე (86. ა. ივანიშვილი)
სათადარიგოები: გ. ცარციძე, ზ. მწყერაშვილი
მწვრთნელი: ს. ფრუიძე
გაფრთხილება: ლ. გორდეზიანი; რ. თევდორაძე
არბიტრი: მ. ურუშაძე

იმერეთი-სამგურალი 3:3
11. 12. ხონი. ცენტრალური. 300 მაყურებელი
0:1 ბ. ხაჭიპერაძე (13), 1:1 იაკობ დეისაძე (16), 2:1 ლ. გაჩეჩილაძე (19), 2:2 ბ. ხაჭიპერაძე (36, პენალტით), 3:2 გ. ცაგარეიშვილი (41), 3:3 ლ. ნავერიანი (52)
იმერეთი: ს. მეძველია, ვ. ბრეგაძე, გ. ხელაძე, ლ. გაჩეჩილაძე (31. დ. ხაბურძანია) რ. კაშია, დ. გოდერიძე, გ. ცაგარეიშვილი, დ. კუხალაშვილი, ბ. ჩხეტიანი (71. გ. გენძეხაძე), დ. სულაბერიძე (66. ნ. ჩიხლაძე), იაკობ დეისაძე
სთადარიგოები: ნ. ჩაჩიბაია, კ. ქუთათელაძე, გ. ნიქაბაძე, დ. ქუთათელაძე
მწვრთნელი: დ. ჭელიძე
სამგურალი: ლ. გორდეზიანი, ბ. ბიბილაშვილი (46. ნ. უგრეხელიძე), ბ. ხაჭიპერაძე, კ. ძაგანია, ზ. ჩიხლაძე, ი. შალიკაშვილი. ლ. ცხადაძე (46. ლ. ნავერიანი), ხ. უგრეხელიძე, გ. გორგოძე (74. გ. გრძელიძე), რ. ჩიხლაძე, გ. ბუხაიძე
სათადარიგოები: ს. ფურცხვანიძე, გ. თევდორაძე, გ. ჩიხლაძე, დ. მემარნიშვილი
მწვრთნელი: გ. გოგიაშვილი
გაფრთხილება: გ. ხელაძე, გ. ცაგარეიშვილი; ი. შალიკაშვილი, გ. ბუხაიძე, კ. ძაგანია, რ. ჩიხლაძე
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

სატურნირო ცხრილი
გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჩიხურა 16 15 1 0 39-4 46
2. გურია 16 10 3 3 37-15 33
3. იმერეთI 16 8 2 6 29-23 26
4. ზოოვეტი 16 7 3 6 21-27 24
5. ნ/დინამოელი 16 7 2 7 29-23 23
6. სქური 16 7 2 7 23-26 23
7. სამგურალი 16 5 5 6 24-21 20
8. ადელი 16 4 1 11 19-31 13
9. აეტი 16 3 1 12 12-39 10
10. სულორი 16 2 4 10 10-34 10

ბომბარდირები:
იაგო დეისაძე (გურია) - 14
თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა) - 12
იაკობ დეისაძე (იმერეთი) - 11
გელა ჭკუასელი (სქური) - 9
გიგა კვერენჩხილაძე (გურია) - 8

მომდევნო ტური, 2012 წლის 2 მარტი
ზოოვეტი (თბილისი) - იმერეთი (ხონი)
სულორი (ვანი) - სქური (წალენჯიხა)
ნ. დინამოელი (თბილისი) - აეტი (სოხუმი)
გურია (ლანჩხუთი) - ჩიხურა (საჩხერე)
ადელი (ბათუმი) - სამგურალი (წყალტუბო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურიაზე აცხადებთ -- საუკეთესო ბომბარდირთა მაჩვენებლებიც ცალკე აღნიშვნის ღირსია; მით უფრო, რომ იაგო დეისაძეც ("გურია"), ახალგაზრდა ფეხბურთელიაო.
იქნებ ლანჩხუთის გურიამ აგვიხსნას გუნდის ძირითადი ფეხბურთელების გუნდიდან გაშვებისს მიზეზი. დეისაძეზე ან დვალიშვილზე კარგი თუ ვინმე მოყავს ეგეც გვითხრას, მაგრამ რაღაც არა გვჯერა და პლეიოფში ტყუილად წასაგებ თამაშებზე არ გვატაროთ.
GURIA
18:05 16-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული