მეტალურგი - ზესტაფონი 0:0
მეტალურგი (4-2-3-1) ზესტაფონი (4-4-2)
ბედიაშვილი კვასხვაძე
გავაშელიშვილი ღონღაძე
მახვილაძე კობახიძე
კვარაცხელია ონიანი
დობროვოლსკი ელიავა
რაზმაძე აფციაური
ქავთარაძე ძარია
ჭედია გორგიაშვილი
მიქაბერიძე ბაბუნაშვილი
ი. მაისურაძე დვალი
ტატანაშვილი ნ. გელაშვილი
მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: გ. ჭიაბრიშვილი
მეტალურგი
90. მიქაბერიძე - პავლიაშვილი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, გეწაძე, ჩადუნელი, წენგუაშვილი
ზესტაფონი
60. ბაბუნაშვილი - ფიფია
69. გორგიაშვილი - სარდალიშვილი
81. გელაშვილი - ს. ლომია
სათადარიგოები: მამალაძე, საჯაია, თ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე
გაფრთხილება: გორგიაშვილი (25), კვარაცხელია (41), გელაშვილი (41)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
ამ ტურამდე "ზესტაფონი" იყო ერთადერთი გუნდი, სტუმრად არც ერთი მატჩი
რაც მთავარია, კურიოზულ სიტუაციამდე საქმე არ მისულა: "მერანთან" გამოტოვებული მატჩის შედეგის მიუხედავად, "ზესტაფონი" ორივე ცხრილის ("ჩვეულებრივისაც" და "ვირტუალურისაც") მიხედვით პირველ ადგილზეა; თანაც, გასული ტურის, სულ მცირე, ორი მატჩიც ისეთი შედეგით დამთავრდა, სწორედ "ზესტაფონისათვის" რომ იყო იდეალურიც და მისაღებით.
დეკემბრის და სუსხის კვალობაზე, რუსთავში გუშინდელ მატჩს გულშემატკივართა მხრიდან ინტერესი არ მოკლებია; ეგ კი არა, საკმაო ხანია "ფოლადზე" ქომაგთა ასეთი მრავალრიცხოვანი აუდიტორია არ შეკრებილა - ყოველ შემთხვევაში, 2000 კაცი (სავარაუდოდ) ნამდვილად იქნებოდა, ოღონდ, განსაკუთრებული პაექრობა იყოო, ამას ვერავინ იტყოდა. თუმცა, მეტოქეთა გასაკრიტიკებლად ენა არავის უნდა მოუბრუნდეს: იმის გარდა, რომ წლის ერთ-ერთი ბოლო მატჩი იყო, არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით ასპარეზობამაც თავისი დაღი დაასვა ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას.
საკადრო პრობლემები ბევრად უფრო მტკივნეულად მასპინძელთა თამაშზე აისახა: ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ ირაკლი მოდებაძე, გიორგი სეთურიძე, ლაშა ჯაფარიძე, ზედიზედ მეორე მატჩია არ უთამაშია ალექსანდრე კვახაძესაც; ჰოდა, ამის გამოც იყო, რომ მასპინძელთა სათადარიგოთა სკამზე შვიდის ნაცვლად ხუთი ფეხბურთელი იჯდა და "მეტალურგის" მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი მეტოქე-კოლეგისაგან განსხვავებით, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას რაიმე კორექტივების შეტანისაგან აშკარად შეზღუდული გახლდათ.
დანაკლისი სტუმრებსაც ჰქონდათ - სხვადასხვა სახის ტრავმის გამო გუშინდელ მატჩში არ უთამაშიათ შოთა გრიგალაშვილსა და ალექსი ბენაშვილს. თუმცა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ერთი-ორი წამყვანი ფეხბურთელის გამოკლება "ზესტაფონის" თამაშზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს და გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელებიც შემადგენლობის როტაციას უპრობლემოდ ახერხებენ. ასე იყო გუშინაც: სტუმრები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა "მეტალურგის" კართან აურაცხელი მომენტი შექმნესო რომ ვთქვათ, არც მასე იყო საქმე.
საერთოდაც, ცოტა არ იყოს, მოსაწყენი მატჩი გამოდგა (განსაკუთრებით - პირველი ტაიმი); არადა დასაწყისი საინტერესოს გვპირდებოდა: მარცხენა ფლანგიდან შოთა ბაბუნაშვილმა ზუსტი პასით საპირისპირო ფრთაზე ნიკოლოზ გელაშვილი მოძებნა, მაგრამ ამ უკანასკნელის შეუჩერებელი დარტყმა მცირეოდენ არაზუსტი გამოდგა. ტაიმის ბოლომდე "ზესტაფონმა" ორადორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ორივეჯერ (ისე როგორც, საერთოდ, მთელი მატჩის განმავლობაში) უშეცდომოდ ითამაშა მასპინძელმა მეკარემ, გრიგოლ ბედიაშვილმა. აი, რაც შეეხება მის კოლეგას, როინ კვასხვაძეს საკუთარი ოსტატობის გამოვლენა, საერთოდ არ დასჭირვებია.
მეორე ტაიმში თამაში მცირედით გამოცოცხლდა, ერთ ეპიზოდში მასპინძელთა სახიფათო იერიშიც ვნახეთ, კუთხურით რომ დამთავრდა და რასაც გივი კვარაცხელიას სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა. ოღონდ, ეს იყო და ეს - მასპინძლები კონტრშეტევების იმედად იყვნენ, სტუმრები კი მხოლოდ მატჩის ბოლო ათწუთიან მონაკვეთში გააქტიურდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
მოკლედ, თამაშის სცენარი ისეთი იყო, რომ შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე მასპინძლები ფრეზეც თანახმა იქნებოდნენ, რასაც ვერ ვიტყვით სტუმრებზე - ბოლო ათ წუთში შტურმი რომ მოაწყვეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მარჯვენაფლანგელები - თემურ ღონღაძე და შეცვლაზე შემოსული მიხეილ სარდალიშვილი.
ეფექტიანი გამოდგა თორნიკე აფციაურის ცენტრში გადაყვანაც - "ზესტაფონის" კაპიტანმა ბოლო წუთებზე საშუალო მანძილიდან ორჯერ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ ერთ ეპიზოდში თუ ბურთი რუსთაველთა კარს მცირედით აცდა, აი, მეორეჯერ კი მასპინძლები აშკარა ხიფათს საიმედოდ მოთამაშე გრიგოლ ბედიაშვილმა გადაარჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"