ვილია ფრთხილობს

AutoSharing Option


ესპანეთის ნაკრების კაპიტანი დავიდ ვილია "მარკას" გამოკითხვის შედეგად მუნდიალის სავარაუდო ბომბარდირად დასახელდა. "ელ გუახემ" შორს ჩამოიტოვა უშუალო კონკურენტები, მან ხმების 39,7% პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე ლეო მესი (არგენტინა) გავიდა ხმების 18,6%-ით, მესამეზე კი - კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), 9,6%. აღსანიშნავია, რომ სამივე ფავორიტი ესპანურ პრიმერაში თამაშობს, ხოლო მე-4 ადგილზე გასული ფერნანდო ტორესი ესპანელია - 9,6%. ლიდერთა შორის არიან უეინ რუნი (ინგლისი) - 8,6% და გონსალო იგუაინიც (არგენტინა) - 5,7%.

ვილია ესპანეთის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა შორის მე-2 ადგილზეა და რაულ გონსალესს

სულ რაღაც 6 გოლით ჩამორჩება. სავარაუდოდ, თუკი ვილია მართლა გახდება მუნდიალის ბომბარდირი, ის რაულის მიღწევასაც დაამხობს. თუკი რაულმა 44 გოლი 102 მატჩში გაიტანა, ვილიამ 38-ის გატანა სულ რაღაც 58 შეხვედრაში მოახერხა ეროვნულ გუნდში.

თავად ვილია მოკრძალებულად აფასებს თავის შანსებს და უფრო დიდ ყურადღებას გუნდის წარმატებას უთმობს. ვილია მიიჩნევს, რომ მისი გუნდის ფავორიტობა არ ნიშნავს, რომ ნაკრები აუცილებლად გაიმარჯვებს მუნდიალზე. "ფავორიტობა რა უპირატესობაა? მირჩევნია, ჩვენს ნაკრებს არავინ მიიჩნევდეს სერიოზულ მეტოქედ, მაგრამ ფინალში მაინც ჩვენ გავაღწიოთ. იმასაც ამბობენ, რომ სუსტი ჯგუფი შეგვხვდა, სამივე მეტოქე ბევრ პრობლემას შეგვიქმნის, განსაკუთრებით სახიფათო კი ჩილეს ნაკრებია, რომელსაც ძალიან ძლიერი მწვრთნელი ჰყავს", - განაცხადა "ელ გუახემ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული