ცხინვალის "სპარტაკი" სამზადისს ურეკში გააგრძელებს

AutoSharing Option
ცხინვალის "სპარტაკმა" მზადების თბილისური ეტაპი დაასრულა და დღეიდან შეკრებას ურეკში განაგრძობს.

"სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ხაჩიძემ ურეკში 21 ფეხბურთელი წაიყვანა: მეკარეები - ლაშა ძაგანია, გიორგი ნადირაძე; მცველები - ლევან ჭაფოძე, სერგი ორბელაძე, ბადრი ტეტუნაშვილი, დავით ლომაია, ნიკა მაისურაძე, მიხეილ მერეჩკო, უჩა ბურძენაძე, გიორგი გველესიანი; ნახევარმცველები - თეიმურაზ შონია, ვალერი კილასონია, ირაკლი სამხარაძე, მიხეილ ჯიშკარიანი, ლაშა ჩაფიძე, გიორგი მამუჩიშვილი, თორნიკე თუხარელი; თავდამსხმელები - კონსტანტინე გაბაშვილი, დავით გელაშვილი, ილია ბუზალაძე, თეიმურაზ შარაშენიძე.

"სპარტაკი" ურეკში სამ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: 22 იანვარს - მარტვილის
"მერანთან", 24 იანვარს - ფოთის "კოლხეთთან" ან ოზურგეთის "მერცხალთან", 27 იანვარს - ლანჩხუთის "გურიასთან".

გუნდი ურეკში 28 იანვრამდე დარჩება და ამის შემდეგ "სპარტაკის" ძირითადი შემადგენლობა "ბენდელას თასის" გათამაშებაში იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული