გიორგი დევდარიანი:"ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი დებიუტი გამარჯვებით დასრულდა.
თვითკმაყოფილებამდე და სრულყოფილებამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია, თუმცა ძალიან გახარებული ვარ პირველი 3 ქულით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და "დინამოს" ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს გამარჯვებისთვის.
თამაშის ხარისხი ცხადია გასაუმჯობესებელია. ბუნებრივია ამ მოკლე ხანში ბევრი ვერაფრის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხეთ მოტივირება და
ამ წუთიდან ვიწყებთ მზადებას მომავალი შეხვედრისთვის, ვინაიდან სამუშაო ძალიან ბევრია. იმედია მალე შემოგვიერთდებიან ტრავმირებულებიც, რაც კონკურენციას და ხარისხს გაზრდის. მხარში დგომისთვის, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გლადიატორებს. ვეცდებით გულშემატკივრები კიდევ ბევრჯერ გავახაროთ".
fcdinamo.ge