გიორგი დევდარიანი: მივაღწიეთ იმ აუცილებელს, რაც კონკრეტულ თამაშში მოგვეთხოვებოდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დევდარიანმა რუსთავის "მეტალურგთან" (2:0) საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში გამარჟვების შემდეგ განაცხადა, რომ მისი დებიუტი გამარჯვებით დასრულდა.

გიორგი დევდარიანი:"ველოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი დებიუტი გამარჯვებით დასრულდა.

თვითკმაყოფილებამდე და სრულყოფილებამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია, თუმცა ძალიან გახარებული ვარ პირველი 3 ქულით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს და "დინამოს" ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მაქსიმუმი გაიღეს გამარჯვებისთვის.

თამაშის ხარისხი ცხადია გასაუმჯობესებელია. ბუნებრივია ამ მოკლე ხანში ბევრი ვერაფრის გაკეთებას შევძლებდით, მაგრამ ყველა ჩვენთაგანმა მოვახერხეთ მოტივირება და
მივაღწიეთ იმ აუცილებელს, რაც კონკრეტულ თამაშში მოგვეთხოვებოდა.

ამ წუთიდან ვიწყებთ მზადებას მომავალი შეხვედრისთვის, ვინაიდან სამუშაო ძალიან ბევრია. იმედია მალე შემოგვიერთდებიან ტრავმირებულებიც, რაც კონკურენციას და ხარისხს გაზრდის. მხარში დგომისთვის, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა გლადიატორებს. ვეცდებით გულშემატკივრები კიდევ ბევრჯერ გავახაროთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
დინამოს და გიორგი დევდარიანს ვულოცავ გამარჯვებას. მეტად საჭირო გამარჯვება იყო დინამოსთვის. თამაშში ბევრი იყო წუნი მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ სეზონი ეხლა დაიწყო და ფეხბურთელები ნელ-ნელა შევლენ ფორმაში.დინამო ყველა თამაშში მოსაგებად გავა. ჩემპიონობა ძალიან ძნელი მოსაპოვებელი იქნება, მაგრამ წელს თუ არა გაისად აუცილებლად უნდა გავხდეთ ჩემპიონები. მთავარია გუნდის ჩამოყალიბება სწორი გზით წავიდეს. დინამოს წარმატებებს ვუსურვებ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული