დავით მუჯირმა თბილისის "დინამოში" რომ დაიწყო ვარჯიში, უკვე გაცნობეთ. ახლა კი თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 12 წლის შემდეგ, მუჯირი ისევ "დინამოში" ითამაშებს. ახალი ფეხბურთელი უკვე კლუბის განაცხადშია შეყვანილი და უახლოეს მატჩში მონაწილეობის უფლებაც აქვს. შესაძლოა, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, მუჯირის ხელახალი დებიუტი 11 სექტემბერს ფოთის "კოლხეთთან" მატჩშიც კი შედგეს. იმასაც აღვნიშნავთ, რომ მუჯირსა და "დინამოს" შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა 2011 წლის იანვარში ამოიწურება. თუმცა, როგორც კლუბის პრესატაშე გიგა გვენცაძემ გვითხრა, ფეხბურთელის სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულება შესაძლოა
კარიერის განმავლობაში, დათო თითქმის მუდმივად 20 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. თუმცა ამჯერად სხვა ნომრის არჩევა მოუწევს, რადგან "დინამოში" 20 ნომრით ბრაზილიელი რობერტინიო ასპარეზობს. დავით მუჯირმა კი 14-ნომრიანი მაისურა აირჩია.
"დინამოში" კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელია, 26 წლის მცველი გიორგი ციმაკურიძე. უკრაინაში, კერძოდ კი ალჩევსკის "სტალში", დონეცკის "შახტარის" დუბლებში, "ილიჩევეცსა" და ლუგანსკის "ზარიაში" ასპარეზობის შემდეგ, ციმაკურიძე ჯერ სლოვაკურ "ჟილინაში", ბოლოს კი აზიას მიაშურა და ბანგკოკის (ტაილანდი) "ტოტ კატში" ასპარეზობდა. ციმაკურიძე "დინამოში" ჯერ მხოლოდ ვარჯიშობს. მისი საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.
ფოტო: www.fcdinamo.ge