უმაღლესი ლიგა: ვირტუალური ფინიში და სპორტული პრინციპების მოლოდინი

AutoSharing Option
...ყველა "ზღაპარი", როცა იქნება, უნდა დასრულდეს, და ასე მოხდა ჩვენ ჩემპიონატშიც: ავად თუ კარგად, უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპი დამთავრდა! "პარალელურად" მიმდინარე პირველ ლიგაშიც ყველაფერი გაირკვა და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან გადამწყვეტი, მეორე ეტაპი დაიწყება.

თანაც, ერთის მაგივრად, ორი გათამაშება (გნებავთ, ტურნირი) გვექნება, ანუ, შესაბამისად, ყოველი ტურის მერე ორ-ორი ცხრილითაც "გავანებივრებთ" ფეხბურთის გულშემატკივრებს. თუმცა, "ორცხრილიანობას" ხომ უკვე მივეჩვიეთ?

შეგახსენებთ, რომ მავანთა მიერ დანერგილი "ნოვაციის" შედეგად ჩემპიონატის პირველ ეტაპი ასევე ორი ცხრილის "აკომპანიმენტით" მიმდინარეობდა: ერთს "ჩვეულებრივი" ვუწოდეთ, მეორეს კი -
"ვირტუალური"; ჰოდა, ახლა, ყველაფერი რომ დალაგდა, კურიოზულ სიტუაციებსაც ვაწყდებით: აბა, როგორი საქმეა, "ჩვეულებრივი" ცხრილის მიხედვით, "ზესტაფონს" რომ "მეტალურგთან" 21 ქულიანი სხვაობა ექნება, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონები "ვირტუალურში" რუსთაველებს მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით აღემატებიან! თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ ეს ორი გუნდი აღმოჩნდა მსგავს "გაუგებრობაში"?

მოკლედ, კვლავაც უამრავი კითხვაა უპასუხოდ დარჩენილი და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ორივე ტურნირის დაწყებას დაველოდოთ. პირველს, პირობითად "პლეი ოფი" ვუწოდეთ და შეგახსენებთ, რომ რვავე გუნდს პირველ ეტაპზე ერთმანეთთან მოგროვებული ქულები გადმოჰყვათ;

რაც შეეხება მეორეს და, ჩვენი აზრით, არანაკლებ საინტერესო გათამაშებას, "პლეი აუტის" რვავე მონაწილე გუნდი ტურნირს ნული ქულით დაიწყებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტრიგა აქაც არანაკლები გველოდება: რვიდან ოთხი საუკეთესო გუნდი მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებს, დანარჩენ ოთხს კი პირველ ლიგაში მოუწევს გამოსვლა. ყოველ შემთხვევაში, XXIII ჩემპიონატის რეგლამენტში ასეა "თეთრით შავზე დაწერილი", მაგრამ არავის გაუკვირდეს, ამ ზაფხულს სხვა "საინტერესო სიახლეების" შესახებაც რომ შევიტყოთ.

აი, თუნდაც, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე: "ბოროტი ენები" ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნებაო!

ზაფხულამდე ჯერ კიდევ დროა და მანამდე ეს ორი ტურნირი უნდა ჩავატაროთ; იმედი დავიტოვოთ, რომ აღარც უამინდობა შეგვაფერხებს და, რაც მთავარია, პლეი ოფსა თუ პლეი აუტში მატჩების უმრავლესობა... სპორტული პრინციპების დაცვით ჩაივლის. ანუ, აღარც ისეთი "სპარინგ-მატჩები" თუ, ცოტა არ იყოს, "უცნაურსცენარიანი" შეხვედრები იქნება, როგორიც პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ვნახეთ.

პლეი ოფი
ა გ თ მ ფ წ ქ
1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30
2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24
3. დინამო 14 7 2 5 27-20 23
4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23
5.ბაია 14 4 4 6 11-15 16
6.დილა 14 4 3 7 16-17 15
7.მერანი 14 4 1 9 12-22 13
8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12

პლეი აუტი
გუნდები ასპარეზობას განულებული ქულებით გააგრძელებენ
1.ჩიხურა
2.ბათუმი
3.გურია
4.მერცხალი
5.ვიტ ჯორჯია
6.სპარტაკი
7.გაგრა
8.სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია ახალი სეზონიდან ასეთი სულელური წესი აღარ იქნება გუნდების და ქულების გადანაწილების. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ზესტაფონი აღმოჩნდა ეხლა, ამდენი იწვალო და სულ ტყუილად... არ არის სამართლიანი. 21 ქულიანი უპირატესობა 7 რო გახდება :)
0
კაი იქნება თუ 16 გუნდი იქნება მომავალ სეზომში
gaga
23:14 10-03-2012
0

სიახლეები პოპულარული