საბედნიეროდ, ამიერიდან ჩვენს უმაღლეს ლიგაში სამი ქულა აღნიშნავს სამს, ერთი - ერთს და ნული - ნულს. ასე რომ, კლუბებს შორის სადღეისო ძალთა თანაფარდობა ზუსტად ისეთია, როგორსაც სატურნირო ცხრილში ხედავთ - პლეი ოფში მოხვედრილი გუნდები ბრძოლას ერთმანეთთან დაგროვებული ქულებით განაგრძობენ, პლეი აუტში კი ოთხი უარესი უმაღლესლიგელი და ამდენივე საუკეთესო პირველლიგელი მომავალი უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის ბრძოლას ნული ქულით დაიწყებს.
ბუნებრივია, ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ისაა, როგორ
საინტერესოა საუკეთესო პირველლიგელთა ნახვა და იმის შეფასება, რომელი მათგანია მზად საუმაღლესლიგოდ.
ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "დინამო"-"დილაა", სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომელი მათგანის ამბიციები უფრო მართებულია. ეს შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და ვინც ეროვნულ სტადიონზე მისვლას ვერ შეძლებს, თამაშის ნახვა პირდაპირი ტელეეთერით შეეძლება.
სამწუხაროდ, ტური სრულად ვერც ამჯერად ჩატარდება. დასავლეთ საქართველოში მოსულმა დიდმა თოვლმა ქუთაისში თამაში შეუძლებელი გახადა და "ტორპედო"-"მერანი" გადაიდო. ასევე დიდთოვლობის გამო არც ზესტაფონის სტადიონი იყო სათამაშო კონდიციაში და "ზესტაფონისა" და "კოლხეთის" ურთიერთშეთანხმებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დასტურით, ეს მატჩი ზესტაფონიდან ფოთში გადაიტანეს.
სფფ-ისვე გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გაუუქმდათ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მიღებული ყვითელ-წითელი ბარათები. შესაბამისად, თამაშის უფლება აქვთ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებსაც ეს ტური დისკვალიფიკაციის გამო უნდა გამოეტოვებინათ. ძალაში რჩება მხოლოდ ამ ბარათების მიღებისთვის დაწესებული ფულადი სანქციები.
საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი
12.03. ფოთი. ფაზისი. 15:00
კოლხეთი-ზესტაფონი
12.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00
მეტალურგი-ბაია
ტორპედო-მერანი (გადაიდო)
12.03. თბილისი. დინამო არენა. 18:00. რეპორტაჟი I არხზე
დინამო-დილა
12.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00
ვიტ ჯორჯია-მერცხალი
12.03. თბილისი. ბენდელა. 15:00
სპარტაკი-გურია
12.03. თბილისი. მერანი (ზეემკა) 15:00
გაგრა-ბათუმი
12.03. ბოლნისი. თ.სტეფანია. 15:00
სიონი-ჩიხურა
სატურნირო ცხრილები
პლეი ოფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30
2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24
3.დინამო 14 7 2 5 27-20 23
4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23
5.ბაია 14 4 4 6 11-15 16
6.დილა 14 4 3 7 16-17 15
7.მერანი 14 4 1 9 12-22 13
8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"