- დარწმუნებული ვარ, პირველ დანიშვნაზე არანაკლებ სასიამოვნო "დილაში" ასისტენტად დაბრუნებაა. ამით თქვენი მუშაობა დააფასეს...
- რა თქმა უნდა, სასიამოვნოა და მართლაც მქონდა ის გრძნობა, რომ საქმე დავიწყე და ბოლომდე ვერ გავაკეთე. ახლა გაათმაგებული სურვილი გამიჩნდა, რომ მეტი მონდომებით ვიმუშავო და გაცილებით მეტ წარმატებას მივაღწიო იმ ადამიანთან ერთად, რომლის თანამოაზრედაც მიმაჩნია თავი.
- დიდი ხანია, რაც შალამბერიძეს იცნობთ?
-
იცით, ამ ყველაფერს რატომ ვყვები? თანამოაზრესთან ერთად ამბიციურ კლუბში მუშაობა მართლაც დიდი სიამოვნებაა და დიდი პასუხისმგებლობასაც, იმედია, ღირსეულად ვატარებთ.
ამ ჩვენი ლაპარაკიდან მცირე დრო გავიდა და თემურმა მითხრა, "დილაში" მივდივარ და ჩემთან ერთად თუ წამოხვალო? არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი, რადგან ვიცოდი, ვისთან ერთად მივდიოდი.
- მწვრთნელები კი უნდა იყოთ კიდეც თანამოაზრეები, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან საერთო ენა მალე გამონახეთ?
- შინაგან საქმეთა სამინისტროდან ერთ-ერთი პიროვნება, ვინც "დილას" პატრონობს და ვისაც დღეს შევხვდით, კახა ლეგაშვილია. ფეხბურთთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ ალალად ვამბობ, გაოცებული დავრჩი მისი სწორი აზროვნებითა და შეხედულებებით, როგორ წარმოუდგენია გუნდისა და ფეხბურთის განვითარება.
სერიოზულად ვამბობ, მლიქვნელობა არ მჩვევია, გამიხარდა, გუნდს ასეთი ხალხი რომ კურირებს. მისნაირი ბევრი რომ იყოს, საქართველოში ფეხბურთი განვითარდებოდა.
ის ტაქტიკასა და ნიუანსებზე კი არ ლაპარაკობდა, არამედ ზოგად მიმართულებაზე, როგორც წარმოუდგენია გუნდის მომავალი და მისი მშენებლობა; რა პრინციპებზე უნდა იყოს აწყობილი და ასე შემდეგ.
- თქვენი აზრით, რა შედეგის მიღწევა შეუძლია "დილას"?
- საშემოდგომო ეტაპზე რომ ვმუშაობდი, ის "დილა" ფაფხურობდა და არავის არაფერს ვუთმობდით. ახლა კი სახელიანი და გამოცდილი ბიჭები დაგვხვდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს დავალებებს ადვილად გაიგებენ. 100 პროცენტით ვერ ვიტყვი, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესი გუნდი გამოვა, ვიდრე იყო.
გუნდის მშენებლობაში მთავარია გემოვნება და თანამოაზრეობა. ჩვენ კი თანამოაზრეები შევიკრიბეთ და იმედს სწორედ ეს მაძლევს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"