დავით მახარაძე: ფოთის "კოლხეთმა" მწირი ბიუჯეტით ბევრს მიაღწია

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი" პლეი ოფში გაჭირვებით მოხვდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, გუნდი კარგ ფეხბურთს აჩვენებს, ლიდერებსაც არ ეპუება და პოტენციალიც წარმოაჩინა.

არადა, "კოლხეთს" წელს პორტი აღარ აფინანსებს და მთლიანად ფოთის ბიუჯეტზე გახდა დამოკიდებული. "კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე ამბობს, რომ თუ დაფინანსება გაიზრდება, გუნდი უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლებს.

"მიუხედავად იმისა, რომ პორტი გუნდს აღარ ფლობს, თანადგომას მაინც ვგრძნობთ - წლევანდელი მოსამზადებელი ეტაპი დაგვიფინანსა და ამჟამად სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებისთვისაც გარკვეული თანხა გაიღო.

თუმცა, უკეთესი იქნება, პორტი ისევ "კოლხეთის" ოფიციალური პარტნიორი რომ გახდეს, რადგან
გუნდის ისტორია მასთან არის დაკავშირებული.

სასურველი იქნება ჩვენი ბიუჯეტის გაზრდაც. ახლა ველოდებით ისეთი კომპანიის გამოჩენას, რომელიც გვერდში დაგვიდგება. დამეთანხმებით, წელს გუნდების ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა და ის, რაც 3-4 წლის წინ ნორმალური თანხა იყო, ამჟ
ამად არასაკმარისია.

ვფიქრობთ, ამის გათვალისწინებით, "კოლხეთმა" წელს კიდევ ბევრს მიაღწია - ახლა ჩვენი ბიუჯეტი სულ რაღაც 300 ათასი ლარია და, მაქსიმუმ, 500-600 ათასამდე თუ გაიზრდება. თუმცა მომდევნო სეზონში გუნდის გაძლიერება და მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა გვსურს, საამისოდ კი ბიუჯეტის გაზრდა აუცილებელი წინაპირობაა.

გვპირდებიან კიდეც, რომ სპონსორი გამოჩნდება, მაგრამ ვნახოთ. ასეთი ლაპარაკი ადრეც იყო და მთავარია, სულ ლოდინის რეჟიმში არ ვიყოთ.

ვისაც ღონიერი თანამდგომი გამოუჩნდა, ყველა ფეხზე წამოდგა და ამბიცია გაუჩნდა. "კოლხეთი" კი ტრადიციული კლუბია, გამოცდილი და პროფესიონალი კადრები გვყავს და ამ რესურსით წარმატებისთვის ბრძოლა სავსებით შესაძლებელია.

საერთოდ, რაც მეტი შეძლებული და კარგად ნაპატრონები გუნდი გვეყოლება, უცხოეთიდანაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს დავაბრუნებთ და ჩვენი ჩემპიონატის დონეც გაიზრდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბათუმის დინამოს 700 ათასი აქვს და მეორე ლიგაში მალდეც ფოტს
dito
13:42 27-04-2012
0
რაც უფრო კარგ შედეგს აჩვენებთ, მით მეტი შანსია დამფინანსებლის გამოჩენის. ლიდერებთან თუ აიღებთ ქულებს კარგი იქნება
kkkkk
13:01 27-04-2012
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული