ფეხბურთის ფედერაციამ მსაჯები დასაჯა

AutoSharing Option
ამ რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ მსაჯების მოსალოდნელი დასჯის შესახებ. "ბაია"-"სიონისა" და "დინამო"-"სპარტაკის" მატჩის მსაჯებს ვგულისხმობთ. ამ თემაზე სამსაჯო და სადამკვირვებლო კომიტეტის თავკაც ლევან ფანიაშვილსაც მივმართეთ, რომელმაც გვითხრა რომ სანქციაზე ვერდიქტი მოკლე ხანში იქნებოდა და ამჯერა სწორედ ეს გადაწყვეტილებები უნდა გაგაცნოთ.

როგორც გავიგეთ, სამსაჯო კომიტეტმა ზემოთ ნახსენები ორი მატჩის გარდა, "ჩიხურა"-"გაგრას" შეხვედრაში მსაჯების გარჯა და შეცდომებიც განიხილა და შემდეგი გადაწყვიტა.

"ბაია"-"სიონის" მატჩის არბიტრ გიორგი დოგრაშვილსა ("სიონის" კარში დანიშნული პენალტისა და სხვა შეცდომების გამო) და "დინამო"-"სპარტაკის" მატჩის პირველ ასისტენტ არჩილ კოკაიას ("დინამოს"
მიერ გატანილი გოლის არჩათვლის გამო), მეორე წრემდე, ანუ 16 ოქტომბრამდე უმაღლეს ლიგაში მსაჯობა აეკრძალათ. ამ დრომდე მათ პირველ ლიგაში მსაჯობისას დააკვირდებიან და თუ კარგად გაირჯებიან, სანქციის ვადის გასვლის შემდეგ, მთავარ ლიგას დაუბრუნდებიან.

"ჩიხურა"-"გაგრას" მატჩის არბიტრ ალექსანდრე კრიჭაშვილი უახლოეს ორ ტურში, უმაღლესი და პირველ ლიგის თამაშებში ვეღარ იმსაჯებს. "მეშახტე"-"ჩიხურას" მატჩის არბიტრ ზურაბ ანიაშვილს პირველ ლიგაში ორი ტურით აეკრძალა მსაჯობა.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული