სამტრედიელებმა "ტორპედოსთან" ერთი დერბი უკვე მოიგეს, მაგრამ უხელფასო ფეხბურთელებს ძნელია სისტემატურად გამარჯვებები მოსთხოვო, მით
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ძაგანიას კართან შტურმი მოაწყვეს, განსაკუთრებით აფციაური და დვალი აწიოკებდა მეტოქეს. აფციაურის პირველ დრიბლინგს დვალის დარტყმა მოჰყვა და მასპინძლები ძელმა იხსნა, დამატებაზე ისევ დვალი ურტყამდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მეორე ეპიზოდისას აფციაური კვლავ გაექცა მცველებს, მეკარესაც გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან გარედან მოარტყა ბადეს.
მატჩის მეორე ნახევარიც სტუმრების უპირატესობით დაიწყო. 54-წუთზე ზესტაფონელებმა აშკარა საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. აფციაურმა დვალთან გაითამაშა კედელი, რის შემდეგაც "სამტრედიის" დაცვა უსაქმოდ დარჩა, აფციაურიც და დვალიც მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდნენ, თორნიკეს შეეძლო დაერტყა და გაეტანა, მაგრამ რატომღაც დვალის მისამართით გააკეთა გადაცემა, ჯაბამ ცარიელ კარში კი შეაგორა ბურთი, თუმცა მსაჯის ასისტენტმა გაბრიაძემ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა. რამდენიმე წუთში დვალისა და აფციაურის კობინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გორგიაშვილი გავიდა, თუმცა მას მეკარემ აჯობა. მეტოქეს ვალში სამტრედიელებიც არ დარჩნენ - პავლიაშვილის გარღვევისა და სახიფათო დარტყმის შემდეგ ონიანმა კარის ხაზთან თავით მოიგერია ბურთი.
72-წუთზე ზესტაფონელთა ლამაზ კომბინაციას მესამე გოლი მოჰყვა. ელიავამ დვალს მიაწოდა ბურთი, ჯაბა ისევ ელიავას უბრუნებდა, თუმცა ამან უკეთეს პოზიციაში მყოფ აფციაურს დაანება დარტყმა, თორნიკემ მეკარისგან ახლო კუთხეში ძლიერად გაისროლა, ძაგანიამ რეაქცია კი მოასწრო, მაგრამ ეს გუნდის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა, მეკარის ხელიდან ბურთი ხარიხას მოხვდა და კარში ჩაეშვა - 1:3. ფეხბურთელებისგან განსახვავებით სამტრედიელმა გულშემატკივრებმა გოლი გააპროტესტეს, აქაოდა თამაშგარედან გაგვიტანესო და მსაჯს მისდგნენ, მათი რეაქცია მატჩის შემდეგაც არ განელებულა, გულშემატკივრები წაგებას მსაჯებს აბრალებდნენ და მათ ათანსნაირი "ეპითეტებით" ამკობდნენ... 79-წუთზე ჩომახიძემ კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი ზესტაფონელთა კარის ცხრიანში მიდიოდა, თუმცა კვასხვაძემ ნახტომში თითები წაჰკრა ბურთს და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. დარჩენილ დროში ალადაშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, მან თითქმის მთელი მოედანი გადასერა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
გია გეგუჩაძე: "შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხი კი უკეთესის სურვილს ტოვებს. ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთ მინდორზე უკეთ თამაში თითქმის შეუძლებელია. "სამტრედია" არ არის იოლად დასამარცხებელი მეტოქე. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა ჩვენც ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ"
გელა სანაია: "მსაჯებთან არავითარი პრეტენზია არა მაქვს... საინტერესო თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ სამწუხაროდ დადებითი შედეგისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა."
სამტრედია-ზესტაფინი 1:3
24.09.10. სამტრედია, ე.მანჯგალაძე. 2000 მაყურებელი
0:1 აფციაური (13. დვალის პასით) 0:2 ონიანი (18) 1:2 ჩომახიძე (32), 1:3 აფციაური (72. დვალის პასით)
სამტრედია ზესტაფონი
4-4-2 4-4-2
ძაგანია რ. კვასხვაძე
ჩხიკვაძე ბენაშვილი
კირთაძე ონიანი
თ. შალიკაშვილი ხიდეშელი
ბაკურაძე ელიავა
ქებაძე ძარია
ტყემალაძე დაუშვილი
ჩომახიძე ბაბუნაშვილი
პავლიაშვილი აფციაური
კვერენჩხილაძე დვალი
კაკალაძე გელაშვილი
46. კვერენჩხილაძე-დ. კირკიტაძე
64. კირთაძე-ხუმარაშვილი
64. ბაკურაძე-ი. შალიკაშვილი
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, სოსელია, ეცადეიშვილი, გუჩუა
53. ბაბუნაშვილი-გორგიაშვილი
71. ძარია-ფიფია
71. გელაშვილი- ალადაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, მაკარიანი, ცხადაია
გაფრთხილება: გელაშვილი (28), ბენაშვილი (41), ტყემალაძე (54), პავლიაშვილი (86)
არბიტრი: ლ. სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"