გუშინ ქუთათურებმა გია გიგატაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს და საინტერესოა რა აზრისაა "ტორპედოს" შეფი მწვრთნელის საკითხზე. გუშინდელი მატჩის გარდა, კლუბის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს ამ თემაზე გავესაუბრეთ.
- ნავსი გატყ
- ცხრილში ბოლო ადგილს ამ მოგებით მოსწყდით. მიმდინარე სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს "ტორპედო"?
- ჩვენი მიზანია მოწინავეთა შორის ვიყოთ და "ტორპედო" ღირსეული ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს. მართალია პირველად მერვე ტურში მოვიგეთ, მაგრამ, სამ წრეზე მეტი წინ არის და ცხრილში უფრო ზემოთ უნდა ავინაცვლოთ.
- პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ხუთეული და სამეულია?
- ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია ლიდერთა მარაქაში ვიყოთ.
- გუნდს გია გიგატაძე ხელმძღვანელობს. ისევ აგრძელებთ მუშაობას მაღალი დონის მწვრთნელის მოსაწვევად?
- გია დარჩება და მუშაობას გააგრძელებს, დანარჩენს კი ვითარება გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, "ტორპედოს" წარმატების ისტორია გავაგრძელოთ.
- თუ გქონდათ საუბარი გიორგი დარასელიასთან ან გიორგი კიკნაძესთან?
- ჯერჯერობით, გია გიგატაძე ხელმძღვანელობს გუნდს და ვეცდებით, მასთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"