სოსო ფხაკაძე: ჯერ გიგატაძე, მერე ვნახოთ...

AutoSharing Option
"ტორპედოს" აწ უკვე ყოფილ თავკაც რამაზ მუმლაძის გადადგომის შემდეგ, გუნდი დუბლების მწვრთნელ გია გიგატაძეს ჩააბარეს, რომლის ხელმძღვანელობით ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონის პირველი გამარჯვება გუშინ მოიპოვეს. თუმცა მოარული ხმების მიხედვით, კლუბის მეპატრონე "ვისოლის" ხელმძღვანელობა გუნდისთვის მაღალი დონის მწვრთნელს ეძებს. კანდიდატურებიც დასახელდა - გიორგი დარასელია, ასევე გიორგი კიკნაძისა და ზაზა ზამთარაძის ტანდემი. სხვა გვარებმაც გაიჟღერა...

გუშინ ქუთათურებმა გია გიგატაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგეს და საინტერესოა რა აზრისაა "ტორპედოს" შეფი მწვრთნელის საკითხზე. გუშინდელი მატჩის გარდა, კლუბის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს ამ თემაზე გავესაუბრეთ.

- ნავსი გატყ
და და ჩვენმა გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო. აბსოლუტურად ობიექტურად გეტყვით, მოგებას წინა მატჩებშიც ვიმსახურებდით, მაგრამ იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს... გუნდის ჩამოყალიბებას და სათანადოდ ათამაშებას დრო სჭირდება. ჩვენ დიდი ხნით ვართ "ტორპედოში" მისულები და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი სტრატეგიული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

- ცხრილში ბოლო ადგილს ამ მოგებით მოსწყდით. მიმდინარე სეზონში რა მიზნისთვის იბრძოლებს "ტორპედო"?
- ჩვენი მიზანია მოწინავეთა შორის ვიყოთ და "ტორპედო" ღირსეული ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იყოს. მართალია პირველად მერვე ტურში მოვიგეთ, მაგრამ, სამ წრეზე მეტი წინ არის და ცხრილში უფრო ზემოთ უნდა ავინაცვლოთ.

- პროგრამა-მინიმუმი და მაქსიმუმი ხუთეული და სამეულია?
- ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია ლიდერთა მარაქაში ვიყოთ.

- გუნდს გია გიგატაძე ხელმძღვანელობს. ისევ აგრძელებთ მუშაობას მაღალი დონის მწვრთნელის მოსაწვევად?
- გია დარჩება და მუშაობას გააგრძელებს, დანარჩენს კი ვითარება გვიჩვენებს. ჩვენი მიზანია, "ტორპედოს" წარმატების ისტორია გავაგრძელოთ.

- თუ გქონდათ საუბარი გიორგი დარასელიასთან ან გიორგი კიკნაძესთან?
- ჯერჯერობით, გია გიგატაძე ხელმძღვანელობს გუნდს და ვეცდებით, მასთან ერთად მივაღწიოთ წარმატებას.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული