- უზომოდ ბედნიერი ვარ. ამ მოგებას დიდი ხანი ველოდით, ჩვენ, ფეხბურთელები, კლუბის ხელმძღვანელობა, ჩვენი გულშემატკივარი და მთელი ქუთაისი. ქუთაისში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და ყველა მოუთმენლად ელოდა ჩვენი გუნდის
- სეზონის პირველი გამარჯვება, ცოტა არ იყოს, დაგიგვიანდათ...
- კი, მაგრამ... მართალი გითხრათ, წინა მატჩებშიც ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ იღბალმა გვიმტყუნა, თორემ "სპარტაკთან" მატჩამდე 3 ქულაზე მეტი უნდა გვქონოდა.
- "სპარტაკის" კარში თითქმის მსგავსი გოლები გაიტანე. თითქოსდა მეკარე ორივე დარტყმას მიწვდა, მაგრამ ვერ მოიგერია. არა და ძლიერად დარტყმულიც არ იყო...
- ტექნიკურად დავარტყი, მოჭრილად. თავს არ ვიქებ, მაგრამ ასეთი დარტყმულის მოგერიება იმით არის ძნელია, რომ ბურთი ატყუებს მეკარეს. მას ჰგონია რომ ბურთი მოგერიებული აქვს, მაგრამ, ასე არ არის. მოჭრილად დარტყმისას ბურთი ტრაექტორიას იცვლის და ბევრს უჭირს ასეთი დარტყმების მოგერიება. ორივე შემთვევაში ასე ოსტატურად, მოჭრილად დავარტყი, თორემ ძლიერად არ დამირტყამს.
- ეს შენი პირველი გოლებია უმაღლეს ლიგაში, ამავე დროს პირველი დუბლი...
- მართლაც, ძალიან გამეხარდა. უმაღლესში გოლები დუბლებით დავიწყე. მთავარია ჩვენმა გუნდმა მოიგოს და დუბლებს არ ვჩივი.
- მიმდინარე სეზონში, "ტორპედო" პირველად მერვე მატჩში გაიტანა ერთ თამაშში ორი გოლი. ეს რით ავხსნათ?
- გაუმართლებლობით, თორემ მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც წინა შეხვედრებში არაერთი კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ბურთი ვერ გაგვქონდა. პირველი მოგებით ნავსი გავტეხეთ და მჯერა მომდევნო თამაშებში წარმატებით ვითამაშებთ.
- "სპართაკთან" მოგებით ბოლო ადგილს კი ასცდით, მაგრამ ზედიზედ სამი რთული მატჩი გელით. შეძლებთ ამ რთულ მატჩებში სასურველი ქულების მოპოვებას?
- დიახ, რთული მატჩები გვაქვს. ჯერ "დინამოს" ვეთამაშებით, მერე "ზესტაფონს" და "ოლიმპს". ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ეს მოგება ჩვენთვის დიდი სტიმული იყო და ყველა მეტად ვირწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ მოედანზე და თავს არ დავზოგავთ მოგებისთის.
- შაბათს ქართული "ელკლასიკოა", "ტორპედო" "დინამოს" უმასპინძლებს. ამ დერბის კარგა ხანია ელის ქართველი ქომაგი...
- ქუთაისში ჯერ კიდევ სეზონის წინ ლაპარაკობდნენ ამ მატჩზე. იმერეთშიც დიდი ინტერესით ელიან ამ შეხვედრას. "დინამო" ახლაც ძლიერი გუნდია, ჩვენც კარგი შემადგენობა გვყავს და ვნახოთ ვის უფრო გაუმართლებს. ერთი კი ვიცი, გულშემატკივარი, ვინც ამ თამაშს ნახავს, ნამდვილად არ ინანებს.
- ანუ ვისაც მეტად გაუმართლებს ამ მატჩს ის მოიგებს?
- ვინც მეტად მოინდომებს, ვისაც უფრო გაუმართლებს, მას მეტი შანსი ექნება. ჩვენ მასპინძლები ვართ და მჯერა "დინამოს" ძლევაც შეგვიძლია.
- ამ ზაფხულს 19-წლამდელთა ნაკრებში მოხვდით. უკვე შეძელით გუნდში ფეხის მოკიდება?
- ვლადიმერ გუცაევმა ზაფხულის მოსამზადებელ შეკრებაზე პირველად მიმიწვია. "ზოოვეტთან" ამხანაგურ მატჩში მქონდა დებიუტი, 2:0 მოვიგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე. 19-წლამდელებში ბელარუსშიც ვიყავი. ორი მატჩი გვქონდა, მეორე შეხვედრაში ბოლო 15 წუთი ვითამაშე და იქაც ერთი გოლი გავიტანე. ჭაბუკთა ნაკრებში სულ ორი მატჩი მაქვს ჩატარებული. ჯერჯერობით ვერ ვიტყოდი, რომ გუნდში ფეხი მოვიკიდე. თუმცა ჩემ თამაშითა და გატანილი გოლებით ალბათ მწვრთნელებიც დავაინტერესე. თუ კიდევ მომიწევს თამაში თავს არ შევირცხვენ.
- 19-წლამდელები ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებენ. ამ მატჩებისთვის გამოძახებული ხარ?
- ჯეჯერობით ვერაფერს გეტყვით. სანაკრებო შემადგენლობა არ გამოქვეყნებულა. ძალიან მინდა ჩვენს ნაკრებში პორტუგალიაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე ვითამაშო. თუ სიაში მოვხვდები, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"