რუსთავის "მეტალურგმა" საკუთარ მოედანზე თბილისის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი დინამოელთა ფეხბურთელმა ლევან ხმალაძემ 44-ე წუთზე გაიტანა,
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "ზესტაფონმა" კი მარტვილის "მერანი" მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
ანგარიში 26-ე წუთზე მარტვილელმა საბა ლომიამ გახსნა, ხოლო მატჩის 68-ე წუთზე თორნიკე გორგიაშვილმა გაათანაბრა.
74-ე წუთზე "ზესტაფონი" წინ თორნიკე აფციაურმა გაიყვანა. საბოლოო წერტილი კი შეხვედრას "მარგველთა" გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მიხრაუმმა დაუსვა, რომელმაც გოლი 81-ე წუთზე გაიტანა.
რაც შეეხება ტურის მესამე მატჩს, ქუთაისში
64-ე წუთზე თავი ნიკა საბანაძემ გამოიჩინა.
შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" პირველი ტურის მატჩს 13 აგვისტოს გამართავს, სადაც მისი მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება.
შეგახსნებთ, ჩემპიონატის I ტურის პირველი ორი მატჩი 10 აგვისტოს, ბოლნისსა და ფოთში გაიმართა. "სიონმა" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და 2:2 დასჯერდა, "კოლხეთი" კი შინ მარტვილის "მერანთან" 0:2 დამარცხდა.
ასევე იხილეთ:
კოლხეთი-ჩიხურა 0:2 - საჩხერული ოცნება
სიონი-ბათუმი 2:2 - ყველამ ჩვენთან უნდა ისწავლოს მსაჯობა?