პავლე დათუნაიშვილის შორეული ძლიერი დარტყმა არაზუსტი გამოდგა. დათუნაიშვილის გარდა, შეტევაში კარგად ირჯებოდნენ ჩალაძე, კრასოვსკი და პავლიაშვილი.
ერთ ეპიზოდში გიორგი კრასოვსკიმ მეკარესთან პირისპირ ჯემალ გაბუნია გაიყვანა, რომელმაც ზუგდიდელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა ვერც მან და ვერც ილია პავლიაშვილმა მიზანს ვერ მიაღწიეს.
სამაგიეროდ, პირველი ტაიმის მიწურულს ფაზისელები დათუნაიშვილის ზუსტი დარტყმით დაწინაურდნენ. პირველი ნახევრის დამატებულ წუთებზე ლაშა ქებაძე აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მცველებმა ივარგეს და დარტყმის საშუალება არ მისცეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმართა კარის მიმართულებით ლევან წურწუმიამ სახიფათოდ დაარტყა და ბურთმა არდალიონ მიქაბერიძის კარს სანტიმეტრებში ჩაუქროლა, ცოტა ხანში კი შეცვლაზე შესულმა ირაკლი ქობალიამ აანერვიულა "კოლხეთის" ფეხბურთელები.
ზუგდიდელთა ფორვარდისგან ცარიელ კარში გაგზავნილი ბურთი მცველებმა გამოიტანეს. ცოტა ხანში გიორგი გაბედავას შორეულმა დარტყმამ მეტოქის კარს ზემოდან გადაუქროლა.
ზუგდიდელებმა წონასწორობის აღდგენა სტანდარტული მდგომარეობიდან შეძლეს - 59-ე წუთზე წურწუმიას კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავით დავით გამეზარდაშვილმა მეტოქის კარში მიუჩინა ადგილი.
შეხვედრის ბოლოსკენ გამეზარდაშვილმა კვლავ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა ჯენერი ხორავამ თამაშგარე დააფიქსირა, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა ზუგდიდელი ფეხბურთელებისა და ქომაგებისგან. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, როცა არბიტრმა მასთან კამათისთვის წურწუმია გააძევა მოედნიდან.
საბოლოოდ, მეტოქეები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ, სტუმრად მოპოვებული ფრე კი "ზუგდიდის" აქტივში უნდა ჩავწეროთ.
მატჩის შემდეგ
დავით მახარაძე (კოლხეთი 1913):
"პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, რასაც ვერ ვიტყვი მატჩის მეორე ნახევარზე. "ზუგდიდი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია და ველოდით კიდეც რთულ თამაშს. შედეგით კი კმაყოფილი ვარ".
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"პირველი ტაიმი აშკარად ჩავაგდეთ და მასპინძლებს ამის გამოყენება შეეძლოთ. მეორე ტაიმში კი თამაშში გარდატეხის შეტანა შევძელით, მეტოქე საკუთარ ნახევარს მივაჯაჭვეთ, რამაც შედეგიც გამოიღო. ეს შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია".
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
25.08. ფოთი. ფაზისი. 1 100 მაყურებელი
კოლხეთი 1913-ზუგდიდი 1:1
გოლები: 1:0 პ. დათუნაიშვილი (43), 1:1 გამეზარდაშვილი (60)
კოლხეთი 1913 ზუგდიდი
4-5-1 4-5-1
ა. მიქაბერიძე ძაგანია
ცხვიტარია დ. ფოფხაძე
ფარულავა ს. თოდუა
კრასოვსკი გამეზარდაშვილი
გაბუნია აკობია
ქებაძე დ. ბოლქვაძე
ცხადაია კოშკაძე
ჩალაძე კუტალია
პ. დათუნაიშვილი წურწუმია
გ. კილასონია რ. ონიანი
პავლიაშვილი გაბედავა
მწვრთნელები:
დ. მახარაძე ე. ქომეთიანი
კოლხეთი
65. ცხადაია - გოგონაია
68. კრასოვსკი - კვანტალიანი
80. კილასონია - წაბრია
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, ზ. ჩხეტიანი, მეგრელიშვილი, ხომასურიძე
ზუგდიდი
46. რ. ონიანი - ტყემალაძე
46. კუტალია - ქობალია
65. ბოლქვაძე - სიხარულია
სათადარიგოები: მერლანი, აფაქიძე, ბოიომო, შ. ლომია
გაფრთხილება: კოშკაძე (62), პავლიაშვილი (65), ცხვიტარია (73), წაბრია (87)
გაძევება: წურწუმია (90)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"