სწორედ ამის გამო "ზესტაფონის" ყოფილი ლიდერის, ჯაბა დვალის დებიუტი "დინამოში" მისი ძველი კლუბის სტადიონზე შედგა და წარმატებული გამოდგა.
აქვე ვიტყვით, რომ ზესტაფონელი გულშემატკივარი თავის ყოფილ "ჯილას" ძალიან თბილად შეხვდა.
ისედაც ცხადი იყო, რომ ფავორიტად დუშან უჰრინის გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ ბათუმელთა თავკაცმა გია გურულმა ორი თავდამსხმელი დააყენა და მიუხედავად თბილისელთა უპირატესობისა, ნომინალური მასპინძლები დაცვაში ჩაჯდომით არ
ტრიბუნაზე ორივე გუნდის მხარდამჭერები აქტიურობდნენ, მაგრამ სიცხემ და, ჩვენდა გასაოცრად, შელახულმა მოედანმა მეტოქეებს სწრაფი და ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირება ძალიან გაუძნელა.
თბილისელთა პირველივე აზრიანი შეტევა გოლით დასრულდა: ლევან ხმალაძემ ბურთი საჯარიმოში შეაყოლა ჯაბა დვალს, რომელმაც კარიდან გამოსულ მეკარეს თავზე გადაუგდო და ახალ-ძველი კლუბის მაისურით პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა თავი - 0:1.
ჯაბას მალე კიდევ ერთხელ მიეცა გოლის გატანის შანსი, მაგრამ შოთა მამინაშვილმა კარგი რეაქცია გამოავლინა. ცხადია, დვალი ჯერ ახალ გუნდთან შეჩვეული არ არის, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურებოდა.
ბათუმელებმა მწვავე შეტევის განხორციელება მხოლოდ ტაიმის ბოლოს შეძლეს, მაგრამ საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა ვალერი თევდორაძემ მომენტით ვერ ისარგებლა, შეყოვნდა და გიორგი ლორიას დარტყმის მოგერიება არ გასჭირვებია.
44-ე წუთზე ბათუმელები ვალდებულები იყვნენ, წონასწორობა აღედგინათ: ნიკა დიასამიძის დარტყმა ლორიამ მოიგერია, დამატებაზე კი ამირან აბუსელიძესაც აჯობა.
მეორე ტაიმში თბილისელთა უპირატესობა გამოიკვეთა: 59-ე წუთზე ჩისკომ დვალი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ახალწვეულმა მომენტით ვერ ისარგებლა.
მალე გიორგი მერებაშვილმა შეუტია - მამინაშვილმა კვლავ კარგად ითამაშა. აქვე ვიტყვით, რომ მერებაშვილი მარცხენა ნახევარმცველის ამპლუაში აშკარად დაიკარგა. ცოტა უცნაური კი არის, დაცვით ფუქციებს რომ აკისრებენ - ეს ბიჭი ხომ შეტევებშია სასარგებლო.
"დინამომ" უპირატესობა მატჩის მიწურულს გაზარდა: 72-ე წუთზე ჩისკოს მიერ საჯარიმოში ჩაკიდებული ბურთი კარში დვალმა გააგზავნა, მიკელ ალვარომ დააამატა და ანგარიში გაიზარდა - 0:2. ბათუმელთა აზრით, დინამოელი დარტყმის დროს თამაშგარეში იმყოფებოდა, მაგრამ არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა გოლი ჩათვალა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
ამან ბათუმელები გატეხა და პენალტიც ვერ გამოიყენეს: ლორიამ თევდორაძის დარტყმა მოიგერია. მალე კი მესამეც გაუშვეს: ჩისკოს გადაცემით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რობერტინიომ ზუსტად დაარტყა და თბილისელთა გამარჯვება დააფიქსირა - 0:3.
მატჩის შემდეგ:
დუშან უჰრინი (თბილისის "დინამო"): "მოვიგეთ, თუმცა თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს მიტოვებს. უფრო მეტად შემტევი და აგრესიული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, ჯაბა დვალი - კარგი ფორვარდი რომ შეგვემატა".
გია გურული (ბათუმის "დინამო"): "ფაქტია, რომ გამოუცდელი მოთამაშეები გვყავს და გაძლიერება გვჭირდება, მაგრამ დღეს ურიგოდ არ გვითამაშია. იყო ეპიზოდები, როდესაც კითხვები გაჩნდა, მაგრამ სანამ ამ ეპიზოდებს განმეორებაზე არ ვნახავ, მსაჯების გადაწყვეტილებებს ვერ შევაფასებ".
საქართველოს ჩემპიონატი. პრემიერლიგა. III ტური
25.08.2012. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე". 500 მაყურებელი.
ბათუმი-დინამო 0:3
გოლები: 0:1 დვალი (7. ხმალაძის პასით), 0:2 ალვარო (73. დვალის პასით), 0:3 რობერტინიო (85. ჩისკოს პასით).
გამოუყენებელი პენალტი: თევდორაძე (82).
დინამო (ბთ) დინამო (თბ)
4-4-2 4-4-2
მამინაშვილი ლორია
ფარტენაძე სეთურიძე
ხუხია გ. კვარაცხელია
მახარაძე გველესიანი
მაკარიანი გლიშიჩი
დიასამიძე კოტო
გოგიტიძე ხმალაძე
ლობჟანიძე ალვარო
თევდორაძე მერებაშვილი
ბაციკაძე ჩისკო
ჯორბენაძე დვალი
მწვრთნელები:
გ. გურული დ. უჰრინი
დინამო (ბათუმი):
62. დიასამიძე - სიჭინავა
68. გოგიტიძე - ა. მუჯირი
29. ბაციკაძე - აბუსელიძე
სათადარიგოები: შენგელია, ნასუაშვილი, ქორიძე, ცანავა.
დინამო (თბ):
44. ხმალაძე - ძარია.
78. მერებაშვილი - რობერტინიო
89. ჩისკო - კაკუბავა
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, იაგუე, ვოსკობოინიკოვი
გაფრთხილება: თევდორაძე (67), ალვარო (82), გველესიანი (90).
მთავარი არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
სხვა მატჩები
ვიტ ჯორჯია-ჩიხურა 0:1 - გოლი მოედნისა და ავტობუსის კარში
კოლხეთი 1913-ზუგდიდი 1:1 - განსხვავებული და შინაარსიანი ტაიმები
ტორპედო-ზესტაფონი 1:0 - დრამა ბოლო წუთზე
მეტალურგი-მერანი 1:0 - უხერხული მეტოქე
დილა-სიონი 2:3 - უსიამოვნო სტარტის საგანგაშო გაგრძელება
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"