ზუგდიდი-დილა 0:0 - აურზაური არდანიშნული პენალტის გამო

AutoSharing Option
"დილამ", რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი ზედიზედ სამი მარცხით დაიწყო, განმუხურში სეზონის პირველი ქულა მოიპოვა, თუმცა გორელთათვის ეს დიდი შეღავათი არ უნდა იყოს, რადგან სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზე არიან.

როგორც "ზუგდიდის" პრესსამსახურმა გვაცნობა, პირველ ტაიმში "დილას" რომან ახალკაცის თამაშგარედან გატანილი გოლის გარდა, რეალური მომენტი არ შეუქმნია.

რაც შეეხება მასპინძლებს, მათ პირველივე ტაიმში შეეძლოთ დაწინაურება, მაგრამ სტუმართა ხორვატი მეკარე მარინ სკენდერი საიმედოდ თამაშობდა.

ტრავმის შემდეგ ძველ ფორმას ნელ-ნელა უბრუნდება ირაკლი ქობალია, რომელმაც 3 სექტემბერს გამართული მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა.

შესვენებამდე სკენდერმა თავის
გამოჩენის საშუალება მას და ალექსანდრე კოშკაძეს არ მისცა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა კარნახით წარიმართა და შეხვედრის დაწყებისთანავე დავით ბოლქვაძე დაემუქრა სკენდერის კარს, მაგრამ მან კვლავ დამაჯერებლად იმოქმედა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კი კინაღამ ფეხბურთის დაუწერელი კანონი ამოქმედდა და ახალკაცმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

იყო ერთი სადავო ეპიზოდიც - "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა მიიჩნიეს, რომ "დილას" მცველმა საკუთარ საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და მსაჯს მიეჭრნენ, მაგრამ არბიტრმა თამაშის გაგრძელება ანიშნა.

ნამატჩევს მსაჯის მიმართ პრეტენზია "ზუგდიდის" მცველმა დავით გამეზარდაშვილმა ღიად გამოხატა:

"მსაჯებზე საუბარი არ მჩვევია, მაგრამ წინა ტურში აშკარა გოლი არ ჩაგვითვალეს ფოთში. დღეს კი აშკარა თერთმეტმეტ
რიანი არ დანიშნა მსაჯმა.

გორელი მცველის გვერდით ვიდექი ამ ეპიზოდში და ნათლად დავინახე, რომ მან ხელით ითამაშა. სხვათა შორის, ახლოს არბიტრიც იდგა. ასეთი შეცდომები კი ნებისმიერ გუნდს აზარალებს"
.

თემურ შალამბერიძე (დილა): "ტრავმების გამო წამყვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ და ამიტომ შეხვედრა სუსტად ჩავატარეთ. ეს შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია".

ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი): "დილა" გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია და მისგან უფრო მეტს ველოდით. კარგი თამაში გამოვიდა და დღეს, ჩემი აზრით, მოგებას ვიმსახურებდით.

რაც შეეხება საკამათო ეპიზოდს, ამ ეპიზოდის ვიდეოჩანაწერს გავარჩევთ და აზრს ამის მიხედვით გამოვიტანთ".


საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
3.09. განმუხური. ცენტრალური. 1 000 მაყურებელი
ზუგდიდი-დილა 0:0

ზუგდიდი დილა
4-4-2 4-2-3-1
ძაგანია სკენდერი
დ. ფოფხაძე შ. კაშია
გამეზარდაშვილი თომაშვილი
ს. თოდუა შაშიაშვილი
აკობია კვირკველია
ბოლქვაძე არზიანი
კოშკაძე კაციტაძე
კუტალია კახელიშვილი
ტყემალაძე გურული
გაბედავა კლიმიაშვილი
ქობალია ახალკაცი

მწვრთნელები:
ე. ქომეთიანი შ. შალამბერიძე

ზუგდიდი
66. ბოლქვაძე - სიხარულია
73. გაბედავა - ფარჯიკია
81. კუტალია - შ. ლომია
სათადარიგოები: მერლანი, აფაქიძე, ბოიომო, რ. ონიანი

დილა
46. კახელიშვილი - მიქაძე
46. შაშიაშვილი - ჯიშკარიანი
69. კლიმიაშვილი - გორელიშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, სადაღაშვილი, აბურჯანია, მამუჩიშვილი

გაფრთხილება: არზიანი (25), კუტალია (34), გურული (87), გამეზარდაშვილი (90), კაციტაძე (90)

არბიტრი: თ. ხუჭუა

ტურის სხვა მატჩები
მეტალურგი-ტორპედო 0:4 - სწორი გათვლა
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ვეტერინარული პრესინგი
ზესტაფონი-დინამო(ბთ) 0:0 - მოჯადოებული კარები
მერანი-ჩიხურა 1:0 - კარგად ნაცნობი მარტვილური სურათი
დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება

სატურნირო მდგომარეობა


გუნდი წ  
1. დინამო (თბი)
4 4 0 0 12-2 12
2. ტორპედო 4 3 0 1 8-3 9
3. ჩიხურა 4 3 0 1 6-3 9
4. მერანი 4 2 0 2 3-4 6
5. მეტალურგი 4 2 0 2 2-5 6
6. სიონი 4 1 3 0 6-5 6
7. ზუგდიდი 4 1 2 1 3-2 5
8. ზესტაფონი 4 1 1 2 3-3 4
9. ვიტ ჯორჯია 4 1 1 2 2-3 4
10. დინამო (ბთ)
4 0 2 2 2-7 2
11. კოლხეთი 4 0 2 2 1-8 2
12. დილა 4 0 1 3 4-7 1

ბომბარდირები:
დვალი (დინამო) 4
ჯიქია (სიონი) 3
ალვარო (დინამო) 3

მომდევნო ტური
14 სექტემბერი. პარასკევს
ჩიხურა-სიონი
დინამო (ბთ)-მეტალურგი

15 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-ზესტაფონი
დილა-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
ტორპედო-მერანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/38538-metalurgi-torpedo-04-stsori-gathvla.html
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული